ნინა დობრევი, უაინონა რაიდერი, კენდის სვეინპოლი - ჰაკერებმა ვარსკვლავების ახალი შიშველი ფოტოები გაავრცელეს (+ ფოტოგალერეა)

ნინა დობრევი, უაინონა რაიდერი, კენდის სვეინპოლი - ჰაკერებმა ვარსკვლავების ახალი შიშველი ფოტოები გაავრცელეს (+ ფოტოგალერეა)

ჰაკერებმა ინტერნეტში უკვე მეოთხედ გაავრცელეს ცნობილი ადამიანების ”აიქლაუდიდან” მოპარული პირადი ფოტოები. სავარაუდოდ, მათი მარაგი თავდება, რადგან ყოველ ჯერზე პოპულარული ადამიანების უფრო ნაკლებ ფოტოებს ათავსებენ. ამჟამად ჰაკერების მსხვერპლთა სიაში მოხვდნენ ”ვიქტორიას სეკრეტის” მოდელი და ლეონარდო დიკაპრიოს ყოფილი გერლფრენდი ერინ ჰიტერსონი, მოდელი კენდის სვეინპოლი, მსახიობები - უაინონა რაიდერი, ნინა დობრევი, ზოი კაზანი, ერინ კამინგსი და ა.შ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამ ოთხი ”ტალღის” განმავლობაში პირველად გამოქვეყნდა მამაკაცის პიკანტური ფოტო: კიბერდამნაშავეების მსხვერპლი ჰალკ ჰოგანის შვილი და მისი მეგობარი გოგონები გახდნენ.

ერთი თვის განმავლობაში ჰაკერებმა უკვე მეოთხედ გაავრცელეს ვარსკვლავების პირადი ფოტოები. მათ მიერ დაზარალებულთა რიცხვში ისეთი ცნობილი ადამიანები მოხვდნენ, როგორებიც არიან ჯენიფერ ლოურენსი, რიანა, კირსტენ დანსტი, კიმ კარდაშიანი და სხვები. ზოგი მათგანი ამ კიბერდანაშაულის აღსაკვეთად გამოძიების ფედერალურ ბიუროსაც დაუკავშირდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება