მკერდგადიდებული ია უძილაური სადოქტოროზე მუშაობს

მკერდგადიდებული ია უძილაური სადოქტოროზე მუშაობს

ია უძილაური ნიკა გრიგოლიას პირველი მეუღლეა. მათ საერთო შვილი ნიკოლოზი ჰყავთ. იამ ბოლო რამდენიმე წელია, საზოგადოების ყურადღება იმით მიიპყრო, რომ ბიკინის ფიტნესკატეგორიების შეჯიბრებებზე მონაწილეობს.

იას ყოფილი მეუღლისთვის არც უკითხავს, მოსწონს თუ არა, რომ სპორტსმენი გახდა. ნიკას მხოლოდ შვილთან დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრება.

- პირველად საერთაშორისო შეჯიბრებაზე მარტში ესპანეთში წავედი, საიდანაც გამარჯვებული დავბრუნდი. ბიკინის ფიტნესკატეგორიის შეჯიბრებაზე ვმონაწილეობდი. მას შემდეგ სულ ვგეგმავდი წასვლას სხვა შეჯიბრებაზე, თუმცა იმის გამო, რომ არ მაქვს დაფინანსება, ვერ მოვახერხე. ერთი კვირის წინ დავბრუნდი ნორვეგიიდან, სადაც ''სპორტის ფესტივალი-2014'' გაიმართა. ძლიერი მეტოქეები მყავდა, მაგრამ ნახევარფინალში გავედი. ეს ძალიან კარგი შედეგია, რადგან ბევრი ქვეყნიდან ძლიერი კონკურენტები ვეჯიბრებოდით ერთმანეთს.

- რომელი ქვეყნის სპორტსმენმა გაიმარჯვა?

- მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელმა. მე მხოლოდ საუკეთესო ათეულში მოვხვდი. საქართველოში სულ ელოდებიან, რომ სადაც წავალთ, პირველივე შეჯიბრებაზე პირველ ადგილზე უნდა გავიდეთ. ესპანეთში გამიმართლა და პირველი ადგილი ავიღე, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ერთმანეთს ბევრი რამ დაემთხვა. სულ გამარჯვებული რომ იყო, დიდი გამოცდილება უნდა გქონდეს. წარმოიდგინეთ ფეხბურთელი ან მორაგბე, რომელიც ბევრს ვარჯიშობს და არ თამაშობს. შეჯიბრებაზე გასვლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- ამ სპორტით უკვე რამდენიმე წელია დაინტერესდი. ახლობლები აიყოლიე?

- დაახლოებით ორი წელია, ვვარჯიშობ. შემიძლია, სიამაყით გითხრათ, რომ ახლობლების გარდა, მთელი საქართველო ავიყოლიე. ბოდიბილდერს მეძახიან, მაგრამ ასე არაა. ფიტნესკატეგორიაში გამოსვლა და ბოდიბილდერობა ერთმანეთისგან განსხვავდება. პირველი ქართველი ქალი ვიყავი, რომელიც საერთაშორისო არენაზე გამოვიდა. მას მერე საქართველოში ბევრმა გოგონამ დაიწყო ვარჯიში და კარგი შედეგიც აქვთ. საქართველოს ჩემპიონატზე, რომელიც ერთ თვეში გაიმართება, უკვე ექვსი გოგონა გამოვა. ეს დიდი მიღწევაა.

- შენი და ჩაერთო ამ სპორტში?

- ოჯახის ყველა წევრი სპორტსმენი ხომ ვერ გახდება. ჩემი ოჯახის ყველა წევრი ვარჯიშობს, მათზე კარგი გავლენა მოვახდინე. ფიტნესი არაა მარტო სპორტი, ეს ჯანსაღი ცხოვრების წესია.

- რაზე გიწევს უარის თქმა კარგი შედეგის მისაღწევად?

- მე რომ ვიყო მოყვარული სპორტსმენი, მაშინ ალბათ უფრო ნაკლებ რამეზე მომიწევდა უარის თქმა, მაგრამ ამ შემთხვევაში ბევრ რამეზე ვამბობ უარს. ყოველთვის კარგად უნდა იყო გამოძინებული. არ შეიძლება ბევრი ჭამა. ხშირად არ მივირთმევ შოკოლადს, ბრინჯსა და პურს. უარის თქმა ხანდახან წყალზეც კი მიწევს. შეჯიბრებამდე რამდენიმე დღე წყალს არ ვსვამთ. არ მინდა, ვინმემ არასწორად გაიგოს და იფიქრონ, რომ წყალი არ უნდა დალიონ. შეჯიბრებისთვის რომ ვემზადებით, ბევრ წყალს ვსვამთ. უბრალოდ, შეჯიბრებაზე კუნთი რომ კარგად გამოჩნდეს, სხეული გამომშრალი უნდა იყოს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება