საიტები, სადაც მოწყენილობის დროს შეგიძლიათ გაერთოთ

საიტები, სადაც მოწყენილობის დროს შეგიძლიათ გაერთოთ

არის დღეები, როდესაც უცებ მოაგვერებ ყველა საქმეს და მერე არ იცი, რა აკეთო მთელი დღის განმავლობაში. თუმცა, უსაქმოდ ჯდომაც მოსაწყენია. გთავაზობთ საიტებს, რომელთა სტუმრობაც მოწყენილობის ჟამს დროს გაგაყვანინებთ.

ბუშტების გახეთქვა

ალბათ, უამრავ ჩვენგანს უყვარს შესაფუთ პოლიეთილენის პარკზე ბუშტების ხეთქვა. როდესაც რეალური შესაფუთი პარკი ჩვენგან შორსაა, შეგვიძლია ვესტუმროთ საიტს, რომელიც მხოლოდ ამ საქმიანობისთვის არის განკუთვნილი.

შექმენით საკუთარი მულტიპლიკაციური ფილმი

საიტი საშუალებას გაძლევთ, ხატოთ სასაცილო მოკლემეტრაჟიანი მულტიპლიკაციური ფილმები. სურვილის შემთხვევაში, თქვენს მიერ შექმნილი ანიმაციის გამოქვეყნებაც შეიძლება. ასევე შესაძლებელია სხვების მიერ დახატული მულტფილმების ნახვა.

ჩაიფიქრეთ სურვილი

თუკი თქვენ იშვიათად გეძლევათ შანსი, სურვილის ჩასაფიქრებლად ჩამოვარდნილი ვარსკვლავი იხილოთ, მაშინ ეს საიტი ამის შესაძლებლობას მოგცემთ. ვარსკვლავზე უბრალო დაწკაპუნებით თქვენს სურვილს ახდენის შესაძლებლობას მისცემთ.

მოვუსმინოთ წვიმის ხმას

ეს საიტი იმ ადამიანებისთვის არის შექმნილი, რომლებიც აფასებენ სახლში მყუდროდ ჯდომას და წვიმის ხმის მოსმენას. საიტზე ორი კატეგორია არსებობს: ერთზე წვიმის ხმის მოსმენაა შესაძლებელი, ხოლო მეორეზე - კაფეში არსებული ხმაურის და ფუსფუსის.

საიტი არაფრის კეთებისთვის

Do Nothing For 2 Minutes - ეს არის საიტი, რომელიც 2 წუთის განმავლობაში უბრალოდ დასვენებას და არაფრის კეთებას გვთავაზობს. ესტუმრეთ საიტს და ნახეთ, რამდენი ხნის განმავლობაში შეძლებთ ”არაფრის კეთებას”.

ქვიშით ხატვა

საიტი, რომელზეც ქვიშით ხატვაა შესაძლებელი. ერთი დაწკაპუნება შესაძლებლობას მოგცემთ, ცოტა ქვიშა დაყაროთ, ორი დაწკაპუნება ქვიშის უსასრულო ოკეანეს უზრუნველყოფს.

გავხადოთ ცხოვრება უკეთესი

საიტი ერთი დიდი და ჯადოსნური ღილაკისგან შედგება, რომელიც ყველა მსურველს შესაძლებლობას აძლევს, ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალონ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს