ქუთაისში პატიმარმა პირი და თვალები ამოიკერა

ქუთაისში პატიმარმა პირი და თვალები ამოიკერა

პატიმარი რუსლან პერტაია ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 46-ე დღეა შიმშილობს. როგორც ციხესთან შეკრებილმა პატიმრის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, პერტაიამ პროტესტის ნიშნად თვალები და პირი ამოიკერა, ხოლო კიდურები საწოლზე მიიჭედა.

"46 დღეა, რაც შიმშილობს. თუ ასე გააგრძელებს, უახლოეს დღეებში შესაძლოა, გარდაიცვალოს. ჩვენ მას არ დავასაფლავებთ, ზუგდიდის სამმართველოს წინ მივიყვანთ და სიცოცხლეს თვითმკვლელობით იქ დავასრულებთ. მის დაკავებაში ზუგდიდის სამმართველოს უფროს ლევან ქარდავას ვადანაშაულებთ. მან პირადი უთანხმოების საფუძველზე დააკავა მამაჩემი", - აცხადებს მოშიმშილე პატიმრის შვილი ნათია პერტაია.

იხილეთ ვრცლად

topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა