წყევლა, რომელმაც შამანების აზრით, ჩეჩნეთის და უკრაინის ომები გამოიწვია

წყევლა, რომელმაც შამანების აზრით, ჩეჩნეთის და უკრაინის ომები გამოიწვია

1993 წელს, ალტაის მიდამოებში არქეოლოგებმა მუმია აღმოაჩინეს, რის გამოც, ადგილობრივების აზრით, მსოფლიო წესრიგი დაირღვა და ქვეყნიერებას ათასგვარი განსაცდელი დაატყდა თავს. გათხრების დროს, არქეოლოგებმა ექვსი ცხენი, აღვირი და სკივრი იპოვეს, რომელშიც კარგად შენახული მუმია იყო. მუმია დაახლოებით 25 წლის ქალს ეკუთვნოდა, სკივრში აღმოჩენილი ნივთებიდან გამომდინარე მალევე გახდა ნათელი, რომ სხეული მდიდარ ადამიანს ეკუთვნოდა.

ქალის სხეული მრავალი ტატუებით იყო დაფარული, მარცხენა მხარზე გამოსახული იყო ფანტასტიკური ირემი, გრიფინის ნისკარტით და თხის რქებით - საკრალური სიმბოლო. გავრცელებული აზრის მიხედვით, მუმია იმ დროისთვის ცნობილ შამან ქალს ეკუთვნოდა.

აღმოჩენის შესახებ მალევე შეიტყვეს ადგილობრივმა შამანებმა, რომლებმაც განახცადეს, რომ სხეული ალტაის პრინცესა ოჩი-ბალას ეკუთვნოდა, იგივე თეთრ ქალბატონს, მეტსახელად უკოკის. შამანების თქმით, იგი სიმშვიდის სადარაჯოზე იდგა, იცავდა ბოროტებისგან და არ აძლევდა მას ჩვენს სამყაროში შემოჭრის საშუალებას. შამანებმა მაშინვე განაცხადეს, რომ პრინცესას სხეული სამარხშივე უნდა დაეტოვებინათ, რათა მომავალში არ დარღვეულიყო მსოფლიო წესრიგი.

გავრცელებული ხმების მიხედვით, როდესაც არქეოლოგებმა მუმია იპოვეს, მოწმენდილ ცაზე ჭექა-ქუხილი გაისმა, ხოლო მუმიის სარკოფაგიდან ამოღების შემდეგ მიწისძვრა მოხდა. პრინცესა უკოკის წყევლას, 1995 წელს ჩეჩნეთში დაწყებულ ომსაც უკავშირებენ, რომელიც სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც მუმიას დემონსტრაციული ჩვენებისთვის ამზადებდნენ. შამანების თქმით, უკოკის დაც ჰყავდა, რომელიც სადღაც ახლობლად არის დაკრძალული, თუმცა მარტო ვერ უმკლავდება მსოფლიო წესრიგის დაცვას.

ყველაზე უცნაური ტატუებია, რომლებიც მუმიის ხელებზე, ფეხებზე მკერდსა და ზურგზეა დატანილი. მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ ისინი შეიძლება რაიმე ინფორმაციას ატარებდნენ, თუმცა, მათი გაშიფვრა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

შამანი აკაი კინე თვლის, რომ უკრაინაში დაწყებული ომი, სწორედ მუმიას უკავშირდება. სწორედ ამიტომ, ალტაის მაცხოვრებლები აგროვებენ ხელმოწერებს და ითხოვენ უკოკის უკან დაბრუნებას. ამ დროისთვის 22 ათასი ხელმოწერაა შეგროვებული.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს