ებოლას ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

ებოლას ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

მაკედონიაში ბრიტანეთის მოქალაქე სავარაუდოდ, ებოლას ვირუსით დაიღუპა. "ევრონიუსის" ინფორმაციით, ბრიტანელის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ორი დღის შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა სკოპიეში დაკეტეს სასტუმრო, სადაც ბრიტანელი ტურისტი იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, უცნობია გარდაცვლილი იმყოფებოდა თუ არა დასავლეთ აფრიკაში. ბოლო მონაცემებით, ჰემორაგიული ცხელების ვირუსით დაავადება დაუმტკიცდა გერმანიის მოქალაქეს. გერმანელ ექიმთა განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა კრიტიკული.

ებოლას ვირუსის სავარაუდო შემთხვევას იკვლევენ პრაღაშიც, სერბეთში კი დაკვირვება ერთბაშად 700 ადამიანზე მიმდინარეობს. ავსტრალიაში ჰოსპიტალიზირებულია 57 წლის მედდა, რომელიც სიერა ლეონედან დაბრუნდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ებოლას ვირუსს ამ დრომდე 3 860 ადამიანი ემსხვერპლა, უმრავლესობა მათგანი ძირითადად დასავლეთ აფრიკაში გარდაიცვალა. დაღუპულთა შორის 200-ზე მეტი ჯანდაცვის მუშაკია. ებოლას ჰემორაგიული ცხელება აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში - გვინეა, სიერა ლეონე, ლიბერია - წლის დასაწყისში გავრცელდა.

ვირუსი აღმოჩენილია 1976 წელს ზაირში, ახლანდელ კონგოს რესპუბლიკაში, მდინარე ებოლას რაიონში.

ებოლას ვირუსით გამოწვეული დაავადება წარმოადგენს მძიმე, ხშირად ადამიანისთვის სასიკვდილო დაავადებას. ვირუსი იწვევს ჰემორაგიულ ცხელებას, თავის ტკივილს და ზოგად სისუსტეს, ვითარდება დიარეა, ღებინება, გამონაყარი, ღვიძლთან და თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები. ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება შინაგანი და გარეგანი (თვალებიდან და ღრძილებიდან) სისხლდენა. ინკუბაციური პერიოდი 2-დანN21 დღემდეა. დაავადება ადამიანიდან ადამიანზე შეიძლება გავრცელდეს ორი გზით - ინფიცირებულ სისხლთან პირდაპირი კონტაქტისა და სისხლით კონტამინირებულ საგნებთან კონტაქტის გზით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა