მშვიდობის დარგში ნობელის პრემია პაკისტანელ აქტივისტს და ინდოელ ბავშვთა უფლებების დამცველს გადაეცათ

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია პაკისტანელ აქტივისტს და ინდოელ ბავშვთა უფლებების დამცველს გადაეცათ

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში პაკისტანელ აქტივისტს მალალა იუსუფზაის და ბავშვთა უფლებების დამცველ, ინდოელ კაილიშ სატუარტის გადაეცათ. 17 წლის მალალა იუსუფზაი ნობელის პრიზის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელია. პაკისტანელი გოგონა საქვეყნოდ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც 2009 წელს, 11 წლის ასაკში "ბიბისის" ბლოგერი გახდა, სადაც "თალიბანის" რეჟიმის პარალელურად საკუთარ ცხოვრებაზე და გოგონების განათლების უფლებებისთვის წერდა. 2012 წელს მალალა იუსუფზაი "თალიბებმა" მძიმედ დაჭრეს.

ნობელის კომიტეტის განცხადებით, 60 წლის კაილიშ სატურატსა და მალალა იუსუფზაის პრიზი ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გადაეცათ. მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წელს 278 ნომინანტი იყო, მათ შორის რომის პაპი ფრანცისკი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა