გოგონა, რომელსაც ამობრუნებული ფეხები აქვს

გოგონა, რომელსაც ამობრუნებული ფეხები აქვს

ჩინელი გოგონა, რომელიც ფეხის ძვლის და ტერფის ანომალიით დაიბადა, ნორმალური ცხოვრების წესით ცხოვრობს. 

ვან ფან ჩუნცინის დაბადებისას მშობლებს შეატყობინეს, რომ მათ შვილს ნორმალური ცხოვრებით ცხოვრება არ შეეძლო და ვერც დამოუკიდებლად გადაადგილებას შეძლებდა. თუმცა ექიმების პროგნოზის მიუხედავად, გოგონამ სიარული ისწავლა.

მან მკაცრად განაცხადა უარი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის განკუთვნილი პენსია აეღო - ვანს არ სურდა, რომ სიბრალულით მოპყრობოდნენ. ყველასთვის რომ დაემტკიცებინა საკუთარი შეუზღუდავი შესაძლებლობები, გოგონამ რესტორანში მიმტანად დაიწყო მუშაობა.

წარმოუდგენელია, მაგრამ ტერფების დეფორმაცია საერთოდ არ უშლის გოგონას მუშაობაში ხელს. პირიქით, ვანი ყველაზე სწრაფ თანამშრომლად ითვლება სამსახურში.

30 წლის ვანი გათხოვილია და შვილიც ჰყავს. საბედნიეროდ, ბიჭუნა სრულიად ჯანმრთელი დაიბადა.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს