"მანანა ბერიკაშვილის გვერდი ჩავათვალიერე და მხოლოდ ნათესავების კომენტარები უდევს" - რას ურჩევს ახალაიას მეუღლე ჩინოვნიკებს

"მანანა ბერიკაშვილის გვერდი ჩავათვალიერე და მხოლოდ ნათესავების კომენტარები უდევს" - რას ურჩევს ახალაიას მეუღლე ჩინოვნიკებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი ხელისუფლების წარმომადგენლებს FB-გვერდების გასაჯაროვებისკენ მოუწოდებს, რათა იქ ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს კომენტარის დატოვება.

"ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს ვურჩევდი გახსნან თავიანთი ფბ კედელი და გახადონ საჯარო ყველასთვის, იმისთვის რომ ნებისმიერმა ადამიანმა შეძლოს კითხვა დაგისვათ, შენიშვნა მოგცეთ და ზოგადად დაგიკომენტაროთ თუ რას ფიქრობს თქვენზე. ახლა ვიღაც ტროლი შემომიხტება და მკითხავს იმ "9 წლის" მანძილზე სად იყავიო, ხოდა წინასწარ გპასუხობთ, სწორედ ეს იყო ჩემი ოჯახის ერთადერთი და უდიდესი შეცდომა, ის რომ პასუხს არავის ვცემდით და ათასი ჭორი დადიოდა. მაგრამ მე პირადად (აბა ბაჩოს არც ქონია არასოდეს ფბ პროფილი) სწორედ მაშინ გავხსენი ჩემი კედელი და გავხადე საჯარო, როდესაც ყველაზე მეტი აგრესია მოდიოდა ჩემი ოჯახის მიმართ, ეს იყო ის დღე, როდესაც ბაჩო გადადგა შს მინისტრობიდან და თავის თავზე აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთელი მისი გუნდის მაგივრად! მაშინ ვიყავი მე უკვე გამარჯვებული, იმიტომ რომ ყველა კითხვაზე მქონდა პასუხი! და ბაჩოც საქართველოში დაბრუნებისთანავე იმიტომაც დააკავეს სასწრაფოდ, რომ საზოგადოების კითხვებზე არ ეპასუხა, არადა სწორედ ამიტომ ჩამოვიდა და ეს ჩამოსვლისთანავე განაცხადა კიდეც.

სცადეთ თქვენც, მეტი კომუნიკაცია ხალხთან, საიდანაც გაიგებ თუ რას ფიქრობს ხალხი შენზე!

პ.ს. მანანა ბერიკაშვილის გვერდი "ჩა"ვათვალიერე და მხოლოდ ნათესავების კომენტარები უდევს", - წერს ნადარეიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს