14 ოქტომბერს ფარუში (პორტუგალია) ევრო-2016-ის შესარჩევი ციკლის შეხვედრა გაიმართა გიბრალტარისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის.
მე-9 წუთზე გიორგი ჭანტურიამ მარჯვნიდან დასარტყამ პოზიციაზე ნიკოლოზ გელაშვილი გაიყვანა და ფორვარდმა ეროვნულ გუნდში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
მე-19 წუთზე ჯანო ანანიძემ საჯარიმოში თორნიკე ოქრიაშვილი მოძებნა და ანგარიში 2:0 გახდა, ტაიმიც ასე მორჩა.
69-ე წუთზე ჭანტურიას პასით გოლი კაპიტანმა ჯაბა კანკავამ გაიტანა.
81-ე წუთზე გიბრალტარელთა კუთხურს მასპინძელთა გოლი მოყვა, რომელიც მსაჯმა ჯარიმის გამო არ ჩათვალა.
საბოლოოდ, თემურ ქეცბაიას გუნდმა 2006 წლის მერე პირველად მოიგო საგარეო შეხვედრა და პირველად მოიგო დიდი ანგარიშით - 3:0.