ებოლას ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 4 447-ს მიაღწია

ებოლას ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 4 447-ს მიაღწია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, ებოლას ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 4 447-ს მიაღწია. ორგანიზაციის განცხადებით, ვირუსით გარდაცვლილთა შორის უმრავლესობა დასავლეთ აფრიკაში მცხოვრებლებია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის მოადგილის ბრიუს აილვორის განცხადებით, თუ ებოლას წინააღმდეგ ბრძოლა არ გაძლიერდება, ერთი კვირის განმავლობაში შესაძლოა ინფიცირებულთა რიცხვი 10 ათასამდე გაიზარდოს. დღეისთვის ებოლათი დაავადებულთა რაოდენობა 8 914-ია.

"ბიბისის" ცნობით, გუშინ გერმანიაში, ებოლათი ინფიცირებული გაერო-ს თანამშრომელი გარდაიცვალა. ორი შემთხვევა დადასტურდა ასევე აშშ-სა და ევროპაში.ებოლას ვირუსით გამოწვეული დაავადება წარმოადგენს მძიმე, ხშირად ადამიანისთვის სასიკვდილო დაავადებას. ვირუსი იწვევს ჰემორაგიულ ცხელებას, თავის ტკივილს და ზოგად სისუსტეს, ვითარდება დიარეა, ღებინება, გამონაყარი, ღვიძლთან და თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები. დაავადება ადამიანიდან ადამიანზე შეიძლება გავრცელდეს ორი გზით - ინფიცირებულ სისხლთან პირდაპირი კონტაქტისა და სისლის კონტამინირებულ საგნებთან კონტაქტის გზით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა