ჩვილბავშვიანი ოჯახი უსახურავო ქოხში ცხოვრობს

ჩვილბავშვიანი ოჯახი უსახურავო ქოხში ცხოვრობს

ავთანდილ და ხათუნა ცინარიძეები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში, სახელდახელოდ აგებულ პატარა ფიცრულში ცხოვრობენ. მათ ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ.

ოჯახი აქ საცხოვრებლად მაღალმთიანი ლეჩხუმის ერთ-ერთი სოფლიდან რამდენიმე წლის წინ გადმოვიდა. პატარა სახლი, რომელსაც უფრო ქოხი შეიძლება ეწოდოს, მაშინ დადგეს და დღეისთვის უკვე ავარიულ მდგომარეობაშია. წვიმებისა და წყალდიდობის დროს, ცინარიძეების სახლში ჭერიდან და კედლებიდან წვიმა ისე ჩამოდის, ოთახიდან წყალი მეზობლების დახმარებით გააქვთ.

"მხოლოდ დარში შეიძლება ჩვენს სახლში თავის შეფარება. რომ მოიღრუბლება, მაშინაც ისე ცივა, პატარასთვის გაუსაძლისია, თან უკვე ზამთარი მოდის და შიში მიპყრობს, რა უნდა ვქნათ. ქარს, წვიმას და თოვლს ეს სახლი ვერ გაუძლებს, თუ ირგვლივ არ შეიკრა და სახურავიც არ შეკეთდა, საიდანაც წვიმა ჩამოდის" , - ამბობს ხათუნა ცინარიძე.

ცოლ-ქმარი ცინარიძეები უმუშევრები არიან. მათ ერთი ძროხა ჰყავთ, რომლიც ოჯახს სარჩენად არ ყოფნის.

"უკიდურესმა გასაჭირმა წამიყვანა თურქეთში, თორემ თუ იქ მოვკრეფ ჩაის, აქ რატომ დავიხევ უკან ჩვილი ბავშვების პატრონი? მაგრამ, სადაა სამუშაო? დღიურად ხანდახან თუ ვინმეს მივეხმარები, ეს პურის ფულად არ კმარა. როგორც კი თურქეთში წავედი, მოვიდნენ და სოციალური დახმარება მოგვიხსნეს. ასე გადამიხადეს "დანაშაულისთვის" სამაგიერო. ჩემ შვილებთან ყოფნას რა მირჩევნია? კაცი ვარ, ხომ არ ვიტირებ, თორემ იქ რომ მივდიოდი, ყელში ქვა მეჩრებოდა. ერთი თვე წელიწადად მომეჩვენა. აქ ჩამოვედი და დამესხნენ თავს, თურმე, დახმარება არ გვჭირდება, რადგან თურქეთში ჩაის საკრეფად წავედი... თითქოს, იქ დასასვენებლად გავემგზავრე..." - ამბობს ავთანდილ ცინარიძე.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა