"ცეკვავენ ვარსკვლავები'' - შეცდომები და სიახლეები

"ცეკვავენ ვარსკვლავები'' - შეცდომები და სიახლეები

''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ახალი სეზონი გასულ კვირას გაიხსნა. საგულისხმოა, რომ გარკვეულწილად გამართლდა პროგნოზი, ყოველ შემთხვევაში, ტიტრები ასე აჩვენებს, რომ გადაცემის გენერალური პროდიუსერი აღარ არის ნოე სულაბერიძე, თუმცა ის და მისი გუნდი კვლავ რჩებიან მეგაშოუს ავტორებად. როგორც ამბობენ, ნოემ კულისებში გადაინაცვლა. ''იმედს'' კი ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს, რომელიც ასევე კურირებს ზემოხსენებულ გადაცემას. გარდა ამისა, ''დღის შოუში'', პროექტის წარსადგენად, არხის მუსიკალური ხელმძღვანელი რუსა მორჩილაძე მივიდა და არა თავად ნოე, რომელიც აქამდე სიამოვნებით ერთვებოდა ''იმედის'' სხვადასხვა გადაცემაში ''ცეკვების'' დასაპიარებლად და ინტერვიუებითაც ანებივრებდა პრესას ჯერ პროექტის დაწყებამდე და შემდეგ მისი მიმდინარეობისას.

რაც შეეხება თავად პროექტს - თვალში საცემია ცვლილებები, რომლებიც ''ცეკვებთან'' დაკავშირებით განხორციელდა. პირველ რიგში, ლოკაცია, საიდანაც მიმდინარეობდა შოუს წინა სეზონის პირდაპირი ტრანსლირება და შესაძლოა ითქვას, სრულიად შეუფერებელი იყო სამეჯლისო და სხვა ყველანაირი ცეკვისთვის - ცირკი, პავილიონით შეიცვალა. ''იმედმა'' თავისი შენობა გამოიყენა და ერთ-ერთ სივრცეში ''ცეკვებისთვის'' შესაბამისი, ლამაზი დეკორაციებით გაწყობილი და სატელევიზიოდ გამოსადეგი პავილიონი ააშენა. გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ აშკარა გახდა, რა აკლდა წინა ოთხი სეზონის განმავლობაში შოუს და ის ვიზუალურად ბევრად გამართულია. ასევე ტექნიკური პრობლემაც ნაკლებია, თუნდაც ხმის და სხვა მხრივ. კიდევ ერთი ნიუანსიც არის გასათვალისწინებელი, დამსწრე საზოგადოება ბევრად კარგად ხედავს ცეკვებს და შეფასებაც უფრო ადვილია. ცირკის არენაზე ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო...

ეს არის, ალბათ, ერთ-ერთი გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც ზოგადად, რომელიმე ქართულმა არხმა, ამ შემთხვევაში ''იმედმა'', თავს დამტყდარი კრიტიკა გაითვალისწინა და მონაწილეთა შერჩევასაც და ზოგადად, პროექტის მომზადებასაც მეტი პასუხისმგებლობით მიუდგა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება