ფაქტები, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ მომაკვდინებელი ვირუსის, ებოლას შესახებ

ფაქტები, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ მომაკვდინებელი ვირუსის, ებოლას შესახებ

ამჟამად აფრიკაში ვირუსი ”ებოლა” მძვინვარებს. წარმოგიდგენთ მნიშვნელოვან ფაქტებს ამ საშიში ვირუსის შესახებ, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ.

1. ვაქცინა არ არსებობს

თანამედროვე მედიცინა უძლურია ებოლას ვირუსთან ბრძოლაში. მისგან განსაკურნებელი წამალი არ არსებობს. რამდენიმე ქვეყანა საერთო ძალისხმევით ცდილობს ვაქცინის შექმნას და უკვე ცდებსაც ატარებს, მაგრამ ამას შეიძლება წლები დასჭირდეს.

2. სიმპტომები

ადამიანები, რომლებსაც ვირუსი შეეყრებათ, გრძნობენ კუნთების და თავის ტკივილებს, აგრეთვე ტკივათ ყელი და უწევთ სიცხე. სიმპტომები ძალიან გავს გაციებას. შემდეგ ჩნდება გულისრევა, მუცლის ტკივილი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა და იწყება შინაგანი სისხლდენა.

3. სტატისტიკა

ებოლას ყველაზე მასშტაბური გავრცელება 2014 წელს დაიწყო. 6 აგვისტოსთვის დაფიქსირებული იყო დაავადების 1779 შემთხვევა, რომლიდანაც 961 - სასიკვდილო შედეგით დასრულდა.

4. ინფექციური სტადია

ებოლას ვირუსი კიდევ ერთ საფრთხეს შეიცავს - გადამდებია. თუ ვირუსი სისხლში არსებობს, ან ადამიანის ფლუიდებში, მას მარტივად შეუძლია დააავადოს სხვა ადამიანები. ხშირად ვირუსს შესაძლოა, ფარული ფორმა ჰქონდეს და დაავადებიდან ორი თვის მანძილზე არ გამოვლინდეს.

5. სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი

ვირუს ებოლს მიერ დაავადებულთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 50%-დან 90%-მდე მერყეობს. ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რამდენად მალე გაირკვევა, რომ ადამიანი დასნეულებულია. რაც უფრო მალე აღმოაჩენენ ვირუსს, მით მეტია გამოჯანმრთელების შანსი.

მომზადებულია ofigenno.cc-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია