სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის მამას სოფელში არ უშვებენ

სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის მამას სოფელში არ უშვებენ

სოფელ ყარათუბანში (იმერთუბანში) დღეს დილიდან ხმაური იყო. სოფელში, სადაც მარიამობის ღამეს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადიგენის სამსახურის უფროსმა დავით კუბლაშვილმა შვილის სამი მეგობარი მოკლა, ადგილობრივებსა და ბრალდებულის ოჯახის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა.

მკვლელობის შემდეგ ბრალდებულის ოჯახი სოფლიდან გადასახლდა, თუმცა, გუშინ, ღამით, ბრალდებულის მამა სოფელში დაბრუნდა, რასაც გარდაცვლილების ოჯახების წევრების პროტესტი მოჰყვა. გარდაცვლილის ახლობლები კუბლაშვილის სოფლიდან გადასახლებას, ტიხონე კუბლაშვილი კი სახლში დარჩენის ნებართვას ითხოვს, რადგან მას წასასვლელი არსად აქვს.

ადგილობრივები ბრალდებულის სახლში შეჭრას, პოლიცია კი შეტაკების თავიდან აცილებას ცდილობდა. ადგილზე 40-მდე პოლიციელი იყო მობილიზებული. ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაც მოხდა, რის გამოც, ერთ-ერთი გარდაცვლილის მამა ცუდად გახდა. იგი სასწრაფო დახმარების სამსახურმა ადიგენის საავადმყოფოში გადაიყვანა.

ამ დროისთვის, ტიხონე კუბლაშვილმა სოფელი უკვე დატოვა, ის პოლიციამ სახლიდან კორიდორის დახმარებით გაიყვანა. სად წაიყვანა პოლიციამ ტიხონე კუბლაშვილი, უცნობია.

შეგახსენებთ, მიმდინარე წელს, 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, სოფელ ყარათუბანში მცხოვრები სამი ახალგაზრდა მამაკაცი მათი მეგობრის მამამ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფროსმა დავით კუბლაშვილმა მოკლა. ბრალდებული შსს-მ ცხელ კვალზე დააკავა. 31 აგვისტოს კუბლაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

წყარო: sknews.ge

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა