აეროპორტ "პულკოვოში" საქართველოს მოქალაქეს სულგუნი ჩამოართვეს და დაწვეს

აეროპორტ "პულკოვოში" საქართველოს მოქალაქეს სულგუნი ჩამოართვეს და დაწვეს

რუსეთის "როსსელხოზნადზორმა" აეროპორტ "პულკოვოში" საქართველოს მოქალაქეს 10 კილოგრამი სულგუნი ჩამოართვა და ნაგვის გასანადგურებელ ღუმელში გაუნადგურა. ამის შესახებ "როსბალტი" იუწყება.

სააგენტოს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქე, რომლის ვინაობაც არ სახელდება, რუსეთში უკრაინიდან ტრანზიტით ჩაფრინდა. მას თან ჰქონდა ყველი სულგუნი, რომელიც არაქარხნული წესით იყო შეფუთული და ტვირთს არ გააჩნდა ვეტერინარული დოკუმენტი, რაც პროდუქტის უსაფრთხოებას დაადასტურებდა.

საქართველოს მოქალაქეს ტვირთი ჩამოერთვა და განადგურდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა