ესპანეთში ებოლათი დაინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ესპანეთში ებოლათი დაინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ესპანეთში ებოლათი დაინფიცირების კიდევ ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. "ევრონიუსის" ინფორმაციით, ესპანეთში ამ დროისთვის 18 ადამიანია კარანტინში. დაინფიცირებულთა შორის არის ასევე ესპანელი მღვდელი, რომელიც ცოტა ხნის წინ ლიბერიიდან დაბრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ებოლას ახალი შემთხვევა გამოვლინა აშშ-ის ტეხასის შტატშიც, სადაც მედდა დაინფიცირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, ებოლათი დაავადებულთა რიცხვი 4 500-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა უმრავლესი შემთხვევები დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში გვინეაში, ლიბერიასა და სიერა ლეონეში დაფიქსირდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა