ექიმები: "მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული" - ილიაუნიში დაჭრილ ქალს ოპერაცია უტარდება

 ექიმები: "მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული" - ილიაუნიში დაჭრილ ქალს ოპერაცია უტარდება

ნახეთ ყველა მნიშვნელოვანი განახლება თეგზე #ტრაგედია ილიაუნიში

ილიას სახელობის უნივერსიტეტის ლექტორი, მაკა წივწივაძე, რომელსაც ყოფილმა ქმარმა ესროლა, რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსმა შალვა ბრაჭულმა განუცხადა, ის ყელის არეშია დაჭრილი და ამ წუთებში სავარაუდოდ, ოპერაცია უტარდება.

"სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს პაციენტი ცოცხალ მდგომარეობაში გადააბარა. რაც შეეხება მამაკაცს, ჩვენ ის ადგილზე გარდაცვლილი დაგვხვდა. მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული", – განაცხადა ბრაჭულმა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, რაც შეეხება ყოფილ ქმარს, რომელმაც თავი მოიკლა, მისი ცხედარი ამ დრომდე შემთხვევის ადგილიდან არ გადაუსვენებიათ.

შემთხვევეის ადგილზე მიმდიანრეობს საგამოძიებო მოქმედებები. ტერიტორიაზე არავის უშვებენ და სასწავლო პროცესი ნაწილობრივ შეწყვეტილია.

როგორც სტუდენტები ამბობენ, ყოფილი ქმარი უნივესრსიტეტში ლექციების მიმდინარეობის დროს მივიდა, ყოფილ მეუღლეს ეძებდა, შემდეგ ლექციიდან გამოიყვანა, ესროლა და თავად თავი მოიკლა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია