რაფალიანცის დედა - გამოძიება ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებით არ დაინტერესებულა

რაფალიანცის დედა - გამოძიება ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებით არ დაინტერესებულა

ბარბარე რაფალიანცის დედის თათია მექერიშვილის თქმით, გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" მის მიერ გაკეთებული განცხადებით, რომ შსს-ში შვილის მკვლელობის აღიარებას სთხოვდნენ, გამოძიება ამ დრომდე არ დაინტერესებულა.

"არავინ არ დამკავშირებია. წესით მაგათ ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომ გარდაცვლილის დედამ ასეთი სკანდალური განცხადება გააკეთა და გამოიძიონ. 1 კვირა გავიდა ამ გადაცემიდან და ჯერ ველოდები, თუ არ დაინტერესდნენ, ასე უყურადღებოდ არ ჩავატარებ. მაშინ ორსულად ვიყავი და ვერ გავყევი ამ საქმეს, მაგრამ ახლა არ გავჩერდები", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თათია მექერიშვილმა.

თათია მექერიშვილის დედამთილის მაია გოგოლაურის თქმით, ბავშვის მოკვლაში მისი რძლის და ოჯახის წევრების დადანაშაულება უსამართლობაა.

"მასხარად გვიგდებენ, ორსული გოგო წაიყვანეს და შვილის მკვლელობის აღიარებას სთხოვდნენ. ეს რომ გვითხრა მაშინ თათიამ, გამომძიებელს დავურეკეთ და უარყო, ასეთი რამ არ მომხდარაო. რაში დასჭირდათ, რომ ჯერ სიცრუის დეტექტორზე წაიყვანეს მოტყუებით, ადვოკატის გარეშე და მერე შვილის მკვლელობის აღიარება მოსთხოვეს? ისიც გვეყოფა, რომ ბავშვი მოგვიკლეს და მასხარად ნუღარ გვიგდებენ. არც ჩემი რძალია მკვლელი, არც ჩემი რძლის და და არც ჩემი შვილი. თათიამ ბავშვი თვითონ გაზარდა, უდღეური ბავშვი გამოზარდა, 2 ქილა მაწვნის საყიდლად 85 წლის მოხუცს უვლიდა და შვილს როგორ მოკლავდა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს მაია გოგოლაურმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა