როგორ დასაჯეს სილამაზის კონკურსის გამარჯვებული გაბრაზებულმა კონკურსანტებმა

როგორ დასაჯეს სილამაზის კონკურსის გამარჯვებული გაბრაზებულმა კონკურსანტებმა

თათია დონაძე გასულ კვირას ბოდრუმში გამართულ კონკურსზე ''მის სამყაროს ფოტომოდელი 2014'' ვიცე-მისი გახდა. კონკურსი უკვე შვიდი წელია არსებობს, ყოველთვის ბოდრუმში იმართება და მასში ოცი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ. 26 წლის თათია ყოფილი ტანმოვარჯიშე და საქართველოს სამგზის ჩემპიონია. 2011 წელს პროექტ ''ნიჭიერში'' ორიგინალური გამოსვლით მთელი საქართველო აღფრთოვანებული დატოვა.

ახლა ერთ-ერთ ბანკში მუშაობს, განათლებით ბიზნეს-ადმინისტრირების მაგისტრია. მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული პროფესია აირჩია, ხანდახან, როგორც თავად უწოდებს – ჰობის უბრუნდება და ჩვენებებშიც მონაწილეობს.

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ბავშვობიდან ტანმოვარჯიშე ვიყავი. ხშირად დავდიოდი საზღვარგარეთ, მქონდა გამოსვლები, ინტერვიუები, მაგრამ საქართველოში ფართო საზოგადოებამ 2011 წელს ''ნიჭიერში'' გამოსვლისას გამიცნო. ჩემს საქმიანობაში მანამდე ყველა მიცნობდა. ტანვარჯიში საკმაოდ ხანმოკლე სპორტია, მაქსიმუმი 20-22 წლამდეა. შემდეგ ყველაფერი რთულდება. ტრავმები გაქვს, წონაში იმატებ, დატვირთვას ვეღარ უძლებ. 20 წლის ვიყავი, სპორტული საქმიანობა რომ დავასრულე. ამ პერიოდში საქართველოს სამგზის ჩემპიონი გახლდით, საქართველოს ნაკრების წევრი, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე ვიყავი. ''ნიჭიერში'' გამოსვლა რომ შემომთავაზეს, თავიდან ვერც წარმომედგინა, მაგრამ ტანვარჯიშს საქართველოში ნაკლებად იცნობენ და გადავწყვიტე, მაყურებლამდე მიმეტანა, რომ არსებობს ასეთი ლამაზი სპორტი.

- სამოდელო საქმიანობა როდის დაიწყე?

- ჯერ კიდევ აქტიური სპორტით ვიყავი დაკავებული, როდესაც 2008 წელს ''მის საქართველოში'' მივიღე მონაწილეობა და ოც კონკურსანტს შორის მოვხვდი. იმ წელს ხათუნა სხირტლაძემ გაიმარჯვა. თავს მოდელად არ მივიჩნევ, მაგრამ მას შემდეგ ჩვენებებზეც გამოვდიოდი.

- ბოდრუმში კონკურსზე როგორ მოხვდი?

- საქართველოში ამ კონკურსის წარმომადგენელი – ია სირანაშვილი დამიკავშირდა და მითხრა, რომ წინაშესარჩევ ტურში მიმეღო მონაწილეობა, სადაც ჩემზე შეაჩერა არჩევანი. 22 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე ვიყავი ბოდრუმში. საკმაოდ გრძელი წინაშესარჩევი პერიოდი გვქონდა. ქართულმა ნაციონალურმა სამოსმა საუკეთესოს ტიტული მოიპოვა, მე კი სამეულში შევედი და პირველი ვიცე-მისი გავხდი. ძალიან მიხარია, რომ ვმონაწილეობდი, რაც მთავარია, ჩემთვის წარმატებით დასრულდა. - ხშირად ამბობენ, რომ კონკურსებზე, ძირითადად, ჩაწყობებია.- მეც ასეთი შემართებით წავედი, ტოპსამეულში მოხვედრაზე არც მიოცნებია, მაგრამ ძალიან სამართლიანად ჩატარდა. გამარჯვებული რუსი გოგონა გახდა, მეორე ვიცე-მისი - იტალიელი, რომელიც თავის ქვეყანაში საკმაოდ წარმატებული მოდელია.

- რა პრიზები მიიღე?

- ორკვირიანი საგზური ბოდრუმში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, გვირგვინი, საღამოს კაბა და პარფიუმერიის კუთხით ბევრი საჩუქარი. აქამდეც ყოველთვის ვცდილობდი, რომ მოდელობისთვის დრო გამომენახა. მე ვარ ერთ-ერთი ბანკის ჩვეულებრივი თანამშრომელი, რომლის ჰობიც მოდელობაა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება