რას ყვებიან ლაშა მაღრაძის ახლობლები მის კრიმინალურ წარსულსა და პირად ცხოვრებაზე

რას ყვებიან ლაშა მაღრაძის ახლობლები მის კრიმინალურ წარსულსა და პირად ცხოვრებაზე

ნახეთ ყველა მნიშვნელოვანი განახლება თეგზე #ტრაგედია ილიაუნიში

"ილიაუნის" ლექტორის, მაკა წივწივაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ლაშა მაღრაძე რუსთავში ცხოვრობდა.

როგორც ახლობლები ამბობენ, ის წარსულში ნასამართლევი იყო, სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის იხდიდა, ციხიდან ვადაზე ადრე ამნისტიის შედეგად, წელიწადნახევრის წინ გამოვიდა და შემდეგ დაქორწინდა მაკა წივწივაძეზე. ლაშა მაღრაძისთვის ეს მეორე ქორწინება იყო, ის პირველ მეუღლეს თავისუფლების აღკვეთამდე დაშორდა.

როგორც ლაშა მაღრაძის ერთ-ერთი ახლობელი ყვება, ლაშა მას ციხიდან გამოსვლის შემდეგ შეხვდა და უთხრა, რომ ძალიან ბედნიერი და შეყვარებულია. მან მაკა გაიცნო, დაქორწინდნენ და ცხოვრება მასთან ერთად ხელახლა დაიწყო.

ლაშა მაღრაძეს პირველი ქორწინებიდან ქალ-ვაჟი ჰყავს, მაკა წივწივაძეს კი, ასევე პირველი ქორწინებიდან - გოგონა.

თბილისში, ილიას სახელობის უნივერსიტეტში დღეს მკვლელობა მოხდა. მოკლულია სასწავლებლის ლექტორი მაკა წივწივაძე. ის ყოფილმა მეუღლემ ლაშა მაღრაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია