"ცოლის მოკვლა კრიმინალია" - საპროტესტო აქცია იუსტიციის სამინისტროსთან

"ცოლის მოკვლა კრიმინალია" - საპროტესტო აქცია იუსტიციის სამინისტროსთან

ნახეთ ყველა მნიშვნელოვანი განახლება თეგზე #ტრაგედია ილიაუნიში

"ცოლის მოკვლა კრიმინალია" – ამ ლოზუნგით იუსტიციის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. 30-მდე ახალგაზრდამ, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა და ჟურნალისტმა დღეს ილიას უნივერსიტეტში მომხდარი მკვლელობისა და თვითმკვლელობის ფაქტი ამ სახით გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სამინისტროს წინ შემდეგი შინაარსის პლაკატები გაშალეს: "ოჯახური ძალადობა არ არის წმინდა", "შეეწინააღმდეგე, ნუ იქნები შემდეგი", "არ დამალო, ნუ იქნები ჩუმად" და ა.შ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადება, დანაშაულის წახალისებაა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოითხოვდნენ მოხდეს სამართალდამცავების მხრიდან ქალებზე ძალადობის პრევენცია, გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები და სათანადოდ დაისაჯონ მოძალადე პირები, სახელმწიფომ კი გამოიჩინოს ნულოვანი ტოლერანტობა მოძალადეების მიმართ.

მომიტინგეთა შეფასებით, სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირები არ უნდა აკეთებდნენ თეა წულუკიანის მსგავს განცხადებას. საუბარია მინისტრის განცხადებაზე, რომ საქართველოში კრიმინალი არ გაზრდილა, მხოლოდ ქმრები კლავენ ცოლებს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" ხელმძღვანელმა ირაკლი ვაჭარაძემ განაცხადა, ქალების წინააღმდეგ მიმართული მკვლელობები ერთეული შემთხვევები არ არის. ეს არის ძალადობა ქალებზე, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა რელიგიური ქადაგებით, პოლიციის გულგრილობის და სხვა ფაქტორებით. ირაკლი ვაჭარაძის თქმით, წელს საქართველოში დაახლოებით 30-მდე ქალია მოკლული.

ამასთან, როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ჟურნალისტმა თამარ რუხაძემ განაცხადა, ეს აქცია შეიძლება დაგვიანებულიც არის. ოჯახში ძალადობა ორ ადამიანს შორის პირად ურთიერთობას სცდება და არ არის მხოლოდ ოჯახის საქმე. მასში სახელმწიფო უნდა ჩაერიოს. სახელმწიფომ კი ეს თემა სერიოზულად უნდა მიიღოს და კანონის დონეზე მოხდეს ამ პრობლემის დარეგულირება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია