"ლაშას მამა ამბობს, შვილზე მეტად რძლის სიკვდილს ვგლოვობო" - როგორ აფასებენ ახლობლები ილიაუნის ტრაგედიას

"ლაშას მამა ამბობს, შვილზე მეტად რძლის სიკვდილს ვგლოვობო" - როგორ აფასებენ ახლობლები ილიაუნის ტრაგედიას

ნახეთ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი თეგზე #ტრაგედია ილიაუნიში

ილიას უნივერსიტეტში მომხდარმა მკვლელობამ საზოგადოება შეძრა, - გასროლის ხმაზე აუდიტორიიდან გამოცვენილი სტუდენტები შოკში ჩავარდნილები შესცქეროდნენ როგორ ებრძოდა უნივერსიტეტის დერეფანში, მათ თვალწინ , სიკვდილს ორი ადამიანი, - მათივე ინგლისური ენის ლექტორი მაკა წივწივაძე და მისი ყოფილი მეუღლე ლაშა მაღრაძე.

რამ აიძულა 34 წლის კაცი, მოეკლა მეუღლე, რომელიც მისი ყოფილი თანაკლასელი იყო და რომელზეც, როგორც თავად ამბობდა უგონოდ იყო შეყვარებული? ადამიანები, რომლებიც მათ იცნობდნენ, ამ შემზარავი სიკვდილის მიზეზებს ერთსა და იმავე პრობლემაში ხედავენ, - ლაშა მაღრაძე ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელი იყო, რის გამოც დაპატიმრებულიც იყო, თუმცა ამნისტიით გაათავისუფლეს. რუსთავში, ტურგენევის ქუჩაზე, სახლში, სადაც ლაშა მაღრაძე და მისი მშობლები ცხოვრობენ, იმის მიუხედავად, რომ ამ სახლში ლაშა მაღრაძის ცხედარია დასვენებული, მაკა წივწივაძეზე საუბარი ბევრად ურჩევნიათ.

ლევან. ნ. მაღრაძეების ოჯახის ახლობელი:

- რა გვაქვს სათქმელი, სანათესაო და მეზობლები კი არა, ლაშას მამაც იმას ამბობს, შვილზე მეტად რძლის სიკვდილს ვგლოვობო; ჩემმა შვილმა ქალი ასე დაუნდობლად როგორ მოკლა, თავად რაც მიიღო, ღირსი იყოო. ლაშა, კარგისკენ რომ არ მიდიოდა, დიდი ხანია ეტყობოდა, მშობელ დედასაც კი უკვირდა, ჩემს შვილს როგორ გამოყვა ისეთი ანგელოზივით გოგო ცოლად, როგორიც მაკააო. ალბათ 7-8 თვის მანძილზე ცხოვრობდნენ ერთად და მათი ურთიერთობა უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა. ბოლოს საწყალ გოგოს სულ დანით დასდევდა სახლში, იმან ასე რატომ შემოგხედა, ამან ასეო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია