ბრიტანელი მსახიობის ჯეიმს პურფოისსა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის საოცარი მსგავსება არაერთხელ იყო სოციალურ ქსელში მანდილოსნების განხილვის თემა.
ბრიტანელ კინოსა და თეატრის მსახიობს ქართველი მაყურებელი სერიალ "რომიდან" იცნობს. ჯეიმს პურფოი მართლა ძალიან ჰგავს ირაკლი ალასანიას და უფრო მეტიც, მარჯვენა მხარეს, ლოყაზე ორივეს საფირმო ხალიც აერთიანებს.
თუმცა ქართველი მანდილოსნების უმეტოსობა მიიჩნევს, რომ ირაკლი ალასანია ბევრად უფრო სიმპათიურია. რამდენიმე ხნის წინ სწორედ ამ მსაგავსებაზე კომენტარი გააკეთა მინისტრის მეუღლემ, ნათია ფანჯიკიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ "მისი უფრო მოსწონს".
''გვერდულად რომ იყურება იქაც ჰგავს, ტიპაჟით, რაღაცით... ხმამაღალი განცხადებაა, ცოტა მერიდება, მაგრამ მე როგორც გამოკვეთილ ნეპოტისტს ჩემი უფრო მომწონს, თან ბევრად'' - წერს ნათია ფანჯიკიძე.