"ვნუკოვოს" აეროპორტში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, აეროპორტის გენერალური დირექტორი და მისი მოადგილე გადადგნენ

"ვნუკოვოს" აეროპორტში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, აეროპორტის გენერალური დირექტორი და მისი მოადგილე გადადგნენ

მოსკოვის "ვნუკოვოს" აეროპორტის გენერალური დირექტორი ანდრეი დიაკოვი და მისი მოადგილე სერგეი სოლნცევი, აეროპორტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, თანამდებობიდან გადადგნენ. რუსული მედიის ინფორმაციით, თანამდებობიდან გათავისუფლდა აეროპორტის რამდენიმე თანამშრომელიც, ოთხი კი დააკავეს.

ფრანგი ბიზნესმენის, კრიტოფ დე მარჟერის კუთვნილმა კერძო თვითმფრინავმა Fალცონ 50 "ვნუკოვოს" აეროპორტში ავარია თოვლის საწმენდ მანქანასთან შეჯახების გამო განიცადა. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თოვლის საწმენდი მანქანის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის შედეგად თვითმფრინავის ბორტზე მყოფო ოთხივე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ფრანგული ნავთობკორცერნ "ტოტალის" დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტი კრისტოფ დე მერჟერი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა