კორეულ სერიალებს გადარეული ფანები საქართველოშიც ჰყოლია

კორეულ სერიალებს გადარეული ფანები საქართველოშიც ჰყოლია

რამდენიმე ნომრის წინ მოგიყევით ძალიან საინტერესო სერიალის შესახებ, რომელიც ''პალიტრა TV''-ის ეთერში ამ შაბათ-კვირას დაიწყო. ვისაც ისტორიული ამბები უყვარს, მათთვის ეს სერიალი ნამდვილი მისწრებაა.

ზოგადად, მთელ მსოფლიოში სერიალების ბუმი რომ არის, ჩემზე კარგად მოგეხსენებათ. გარდა ამისა, ისიც ვიცით, რომ ლათინო-ამერიკულ სერიალებს ტოლს არ უდებს და მგონი, პოპულარულობით უკვე ასწრებს კიდევაც თურქული, თუმცა სულ ახლახან ასპარეზზე, გაგიკვირდებათ და, კორეელები გამოჩნდნენ, რომლებმაც უკვე დაიკავეს საკუთარი ნიშა.

''პალიტრა TV'' არის პირველი არხი ქართულ ტელესივრცეში, რომელიც ამგვარ ექსპერიმენტზე წავიდა და შეისყიდა სწორედ უახლესი კორეული სერიალი, სახელად ''იმპერატორის მეუღლე''. ის ძალიან საინტერესოდ მოგვითხრობს ერთი უბრალო გოგონას ისტორიას, რომელიც ჯერ იმპერატორის მეუღლე გახდა, ხოლო შემდეგ თვითონ ავიდა ტახტზე. აღსანიშნავია, რომ სერიალის გადაღების ხარისხი ძალიან მაღალია, არის შესანიშნავი ბატალური სცენები და ჩანს კოსტიუმების მხატვრის უდიდესი შრომა.

ცნობილია, რომ მეთოთხმეტე საუკუნის ჩინეთის საიმპერატორო კარის კოსტიუმებია აღდგენილი და ამისთვის გადამღებმა ჯგუფმა უდიდესი ძალისხმევა გასწია. უცნაურია, მაგრამ ქართველ მაყურებელს უკვე სცოდნია იმის შესახებ, რომ კორეული სერიალები მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორც კი სერიალის რეკლამა ''პალიტრა TV''-ზე განთავსდა, კომენტარებმაც არ დააყოვნა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება