ცნობილები, რომლებიც ავიაკატასტროფაში სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ

ცნობილები, რომლებიც ავიაკატასტროფაში სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ

რიგითი მოქალაქეების მსგავსად, ფორს-მაჟორულ სიტუაციებში საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებიც ხვდებიან. მსახიობები, მომღერლები, პოლიტიკოსები ხშირად საავიაციო შემთხვევების მონაწილენიც გამხდარან.

2008 წელს ჩიკაგოს აეროპორტში დაშვებისას "გილფსტრიმის" ტიპის პატარა თვითმფრინავი სხვა საფრენ აპარატს დაეჯახა. შემთხვევა ალბათ არც გახმაურდებოდა, "გოლფსტრიმის" ერთ-ერთი მგზავრი, აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი, მაშინ კი ილინოისის შტატის სენატორი ბარაკ ობამა რომ არ ყოფილიყო. მისი თვითმფრინავი ფრთით მიწაზე მდგარ მეორე თვითმფრინავის ფრთას წამოედო. საფრენმა აპარატებმა უმნიშნელო დაზიანებები მიიღეს. ამერიკის მომავალი პრეზიდენტი კი უვნებელი დარჩა.

2000 წლის 20 დეკემბერს ავილაინერი რომლის ბორტზეც მსახიობი სანდრა ბალოკი იმყოფებოდა ტეჰასიდან ვაიომინგში მიფრინავდა. უამინდობის გამო პილოტებმა ასაფრენი ბილიკი ვერ დაინახეს და თვითმფრინავი მოშრებით დასვეს. კორპუსის დაზიანების მიუხედავად, ბორტზე მყოფი ადამიანებიდან არავინ დაშავებულა.

2010 წელს ჰოლივუდის ვარსკვლავი ლეონარდო დი კაპრიო კომერციული რეისით ნიუ-იორკიდან მოსკოვში მგზავრობდა. მსახიობს სანკტ-პეტერბურგში ამურის ვეფხვების გაგასარჩენ სამიტში უნდა მიეღო მონაწილეობა. აფრენიდან 30 წამში თვითმფრინავის მარცხენა ძრავა მწყობრიდან გამოვიდა. პილოტებმა გაუმართავი ლაინერი ერთი ძრავით დასვეს. თუმცა მანამდე ნიუ-იორკის თავზე საწვავის მარაგის ამოწურვისთვის 2 სთ დაფრინავდნენ. დაჯდომის შემდეგ ლეონარდომ პილოტებს მადლობა გადაუხადა და მათ საკუთარი აფტოგრაფებიც დაურიგა.

ჰარისონ ფორდი არა მხოლოდ მსახიობი, არამედ პროფესიონალი პილოტიცაა. 1999 წელს კალიფორნიაში, ფორდი ინსტრუქტორთან ერთად შვეულმფრენით დაფრინავდა. გაუმართაობის გამო საფრენი აპარატი დამშრალი მდინარის ხეობაში ჩავარდა. შვეულმფრენი დაიმტვრა, თუმცა მსახიობი და ინსტრუქტორი უვნებელნი დარჩნენ.

ავიაკატასტროფას შემთხვევით ახალგაზრდა საბჭოთა პოეტი ანდრეი ვოზნესენსკიც გადაურჩა. მას რეისზე დააგვიანდა და ნოვოსიბირსკიდან მოსკოვში მხოლოდ მისი ბარგი გაფრინდა. დანიშნულების ადგილზე პოეტი მომდევნო რეისით გაემგზავრა. 5 წუთიანმა დაგვიანებამ ვოზნესენსკის სიცოცხლე გადაურჩინა. მოსკოვში ჩასულმა შეიტყო, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა