შეყვარებულის გამო ბიჭმა სასქესო ორგანო მოიჭრა

შეყვარებულის გამო ბიჭმა სასქესო ორგანო მოიჭრა

როგორც ყველა ადამიანი, რომელიც მტკივნეულ განშორებას გამოივლის, ერთმა მაკედონიელმა მამაკაცმაც გადაწყვიტა, რაიმე შეეცვალა თავის ცხოვრებაში. მან პენისი მოიჭრა, როცა ყოფილმა შეყვარებულმა უთხრა, რომ პატარა ჰქონდა და სექსუალურად ვერ აკმაყოფილებდა.

მამაკაცმა სამართებლით მოიჭრა სასქესო ორგანო და შემდეგ სამართებელთან ერთად მოჭრილი ორგანო სანაგვეში გადააგდო. საუბედუროდ, მამაკაცმა სისხლდენის შეჩერება ვერ შეძლო და სასწრაფო დახმარების გამოძახება დასჭირდა.

ექიმებმა ის უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს და მოჭრილი პენისი ისევ უკან მიაკერეს. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა უკან მიკერებული ორგანო ფუნქციონირებას, მაგრამ სხვა მხრივ, მამაკაცის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს