20 ფილმი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ - ქართული, ამერიკული და ევროპული კინოშედევრები

20 ფილმი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ - ქართული, ამერიკული და ევროპული კინოშედევრები

ეს ფილმები აუცილებლად უნდა ნახოთ; ზოგიერთი დაგაფიქრებთ, ზოგი გაგაცინებთ, გაგართობთ, ზოგიც დაგანაღვლიანებთ... მაგრამ ყველა გაზიარებთ იმ მშვენიერ სამყაროს, რომელსაც კინო ჰქვია.

ქართული კინო

რასაკვირველია, ვიწყებთ ჩვენი ფილმებით, რომლებიც მსოფლიოს კინოშედევრებს არ ჩამოუვარდება.

1. ნატვრის ხე

"ნატვრის ხე" უდავოდ მსოფლიოს კინოშედევრია და არა მხოლოდ ქართული კინოს კლასიკა, როგორც ბევრმა აღიარა. ეს სურათი თენგიზ აბულაძემ 1976 წელს გადაიღო გიორგი ლეონიძის მოთხრობების მიხედვით. სცენარის ავტორები რევაზ ინანიშვილი და თავად თენგიზ აბულაძე იყვნენ. ფილმი კინოსტუდია "ქართულ ფილმში" გადაიღეს.

"ნატვრის ხე" ტრილოგიის ნაწილია. ტრილოგიის ფილმებია თენგიზ აბულაძის კიდევ ორი შედევრი "ვედრება" და "მონანიება".

2. ჯარისკაცის მამა

"ჯარისკაცის მამა" რეზო ჩხეიძის კინოშედევრია. ის რეჟისორმა 1964 წელს გადაიღო სულიკო ჟღენტის სცენარის მიხედვით. ფილმში მთავარ როლს თამაშობს ყველა დროის ერთერთი უდიდესი ქართველი მსახიობი სერგო ზაქარიაძე.

ფილმის ზოგიერთი სცენა განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი და ემოციურია. ყველაზე შთამბეჭდავი კი კახელი გლეხისა და ვაზის ურთიერთობის ეპიზოდია.

3. არ დაიდარდო!

"არ დაიდარდო!" 1969 წელს რეჟისორმა გიორგი დანელიამ გადაიღო რეზო გაბრიაძის სცენარის მიხედვით. მუსიკა კი, ისევე, როგორც ბევრი ქართული გენიალური კინოსურათისა, გია ყანჩელმა დაწერა.

4. ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი

"საიდან შეგაქანათ, მარცხნიდან თუ მარჯვნიდან?" "გაიტანეთ გრენლანდია!" "გივი, ჩვენ ვართ, გივი!" "მე ტანკისტი ვიყავი ომამდე..." ეს და კიდევ ბევრი ფრაზა ელდარ შენგელაიას მიერ 1983 წელს გადაღებული ფილმიდან დღესაც პოპულარულია, ისევე, როგორც ფილმი და მასში წამოჭრილი თემები სამსახურებრივი გულგრილობა, უსასრულო ერთფეროვნება, კონფორმიზმი, შემოქმედებითი კრიზისი, ერთი გამომცემლობის ყოველდღიური ამბები კი დღემდე იზიდავს მაყურებელს.

სცენარის ავტორია რეზო ჭეიშვილი, დამდგმელი ოპერატორი ლევან პაატაშვილი. ფილმში ჟღერს გია ყანჩელის შესანიშნავი მუსიკა.

იხილეთ სტატია სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება