სანდრო ბრეგაძე საჯაროდ მემუქრება - ირაკლი ვაჭარაძის გაფრთხილება საზოგადოებას

სანდრო ბრეგაძე საჯაროდ მემუქრება - ირაკლი ვაჭარაძის გაფრთხილება საზოგადოებას

ლგბტ პირების უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" ლიდერი ირაკლი ვაჭარაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე, მის წინააღმდეგ მუქარის შესახებ განცხადების პასუხად, სანდრო ბრეგაძის შეტყობინებას ასაჯაროვებს.

"ახლა მომწერა. ხელებს იბანს იმ ძალადობაზე, რომელიც თავად წააქეზა. გენიოსების მთავრობაა მოკლედ. ახლა გავხდი "ბატონი ირაკლი". საჯაროობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი დავწერო. მერე რამე რო მოხდეს, ვერავინ იტყვის რომ არ იყვნენ ინფორმირებული", - წერს ვაჭარაძე და ბრეგაძის შეტყობინებას აქვეყნებს.

საბდრო მრეგაძე (ძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე):

"ბატონო ირაკლი, მე თქვენ არ დაგმუქრებივართ და ამას არც ვიკადრებ, უბრალოდ კატეგორიულად მიუღებელია პატრიარქის თქვენს მიერ მტრად მოხსენიება და ამაზე ჩემი განსხვავებული აზრი დავაფიქსირე, რაც შეეხება მუქარას, ვფიქრობ ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრის დაფიქსირების უფლება, ხოლო თუ ვინმე გემუქრებათ, ამას მე ნუ დამაბრალებთ, რადგან თქვენ ალბათ სხვაზე კარგად იცით, თუ რა ცუდია, როდესაც იმას გაბრალებენ, რაც არც გიფიქრია".

რამდენიმე დღის წინ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბარში სანდრო ბრეგაძემ პატრიარქის შესახებ ვაჭარაძის განცხადებაზე, რომ "ილია მეორე არის საქართველოს მთავარი მტერი", კომენტარი გააკეთა:

"არა მარტო მართლმადიდებლური რელიგიის წინამძღვარის, არამედ მუსლიმები იქნებიან თუ იუდეველები, მათი სულიერი ლიდერის შეურაცხყოფა ყველაზე დიდი ცოდვა და საშინელებაა... აუცილებლად უნდა დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ამ პიროვნების მიმართ! თუ ასე არ მოხდება, დარწმუნებული ვარ, გამოჩნდება ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ემოციურ ფონზე თავად გამოიყენებს ძალას!", - აღნიშნა სანდრო ბრეგაძემ.

ბრეგაძის ამ განცხადების პასუხად ვაჭარაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ თუ რაიმე შეემთხვეოდა, პასუხისმგებლობას სანდრო ბრეგაძეს აკისრებდა.

"მინისტრის მოადგილე საჯაროდ მემუქრება ძალადობით და ხალხს ჩემი გასამართლებისკენ მოუწოდებს. ბუნებრივია არ მეშინია, მაგრამ საჭიროდ მივიჩნევ საჯაროდ განვაცხადო, რომ თუ რამე შემთხვევა მოხდა, სანდრო ბრეგაძე არის პასუხისმგებელი.

როცა მაკა წივწივაძე მოკლეს, გეხსომებათ, რაც მოხდა: საბრალომ ორჯერ ითხოვა დახმარება. არავინ არაფერი გააკეთა და იარაღიანმა ადამიანმა იმსხვერპლა.

ახლა მე მემუქრება ადამიანი, რომელიც არის არა მხოლოდ მინისტრის მოადგილეა, არამედ სრულიად უდანაშაულო ადამიანისთვის იარაღის თავში ჩარტყმისთვის არის გასამართლებული (ბენზინგასამართ სადგურზე მილი გაგლიჯა და აქეთ ჩაარტყა იარაღი თავში თანამშრომელს). საჯაროდ დავწერე. კანონი პოლიციისთვის მიმართვის შესაძლებლობას არ მაძლევს (და რასაც მაძლევს, ყველა იმ საშუალებას გამოვიყენებ).

მეტი რა გავაკეთო? მთავრობის წევრი საჯარო ძალადობით ემუქრება ადამიანს და ჩაქოლვისკენ მოუწოდებს. მეტი საშინელება რა შეიძლება მოხდეს დემოკრატიულ სახელმწიფოში?

ამ სანდრო ბრეგაძემ ან მისგან წაქეზებულმა ვინმემ რომ მომკლას, "ფეისბუქზე" დამიწერთ გულებს და "R.I.P"-ს ხომ?

მადლობა წინასწარ", - წერდა ირაკლი ვაჭარაძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს