ილია მეორე კახეთში იმყოფება

ილია მეორე კახეთში იმყოფება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გრემის სამონასტრო კომპლექსი მოილოცა და წმინდა აბიბოს ნეკრესელის სახელობის სასულიერო სემინარია დაათვალიერა, სადაც სტუდენტებსაც შეხვდა. აღნიშნული სემინარია უკვე შვიდი წელია ფუნქციონირებს. პატრიარქმა ის დღეს პირველად დაათვალიერა.

პატრიარქი დღეს ნეკრესის მონასტერსაც მოილოცავს, შემდეგ კი ყვარლის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში მიბრძანდება, სადაც სასულიერო პირები უნდა დააჯილდოვოს.

ილია მეორე უკვე რამდენიმე დღეა კახეთში, წინანდლის რეზიდენციაში იმყოფება.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა