ნიკა ქავთარაძე ყოფილ ქალებს ბოდიშს უხდის

ნიკა ქავთარაძე ყოფილ ქალებს ბოდიშს უხდის

ბოლო პერიოდში მამაკაცების მიერ ცოლებზე გახშირებულმა ძალადობამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. სოციალურ ქსელში თემას გამოეხმაურა იუმორისტი ნიკა ქავთარაძეც. ''დღეს ერთმა ჩემმა ყოფილმა გოგომ შემიქო საჯარო განცხადებები მოძალადე ქმრებზე და ქალების უფლებებზე, მაგრამ აღნიშნა, რომ ამ განცხადებებს არ აქვთ მაქსიმალური თანხვედრა ჩემს ნამდვილ სახესთან, ამიტომ საჭიროდ ვთვლი განვმარტო:

1. ჩემს ცხოვრებას მხოლოდ ბულბულების ჭიკჭიკით შესრულებული კლასიკური მუსიკა არ სდებია ფონად.

2. მეც მიყვირია.

3. მეც გამიტეხია ტელევიზორის პულტი, მობილური, ჭიქა, გაბრაზებულს.

3. მეც მიმიყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა.

4. მეც დამიდგამს დრამატული სცენები ეჭვიანობის გამო.

ამიტომ მეც ვარ მოძალადე და ამ მოძალადეს ვებრძვი მთელი ცხოვრება. და ზუსტად ვიცი, რომ თუ გავიაზრებთ, რაც გვჭირს, მაშინ პრობლემის მოგვარება ბევრად ადვილია.

ბოდიშს ვუხდი ყველა ქალს, ვისთვისაც გული მიტკენია და შეურაცხყოფა მიმიყენებია.

მე ვგმობ ყოველგვარ ძალადობას ქალებზე!!!

პ.ს. ყველა მათგანი ცოცხალია, ჯანმრთელია და ბევრად ლამაზად გამოიყურება, ვიდრე ჩვენი ერთად ყოფნისას", - წერს ნიკა საკუთარ ''ფეისბუქზე''. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ნიკას რამდენიმე კითხვა დავუსვით.

- ნიკა, შენი სტატუსი ერთგვარი მონანიებაცაა. შეგიძლია, დანამდვილებით თქვა, რომ მსგავსი რამ არასდროს აღარ განმეორდება შენს ცხოვრებაში?

- ადამიანი ვითარდები და უნდა ეცადო, რომ შეცდომები მეორედ არ დაუშვა. სულ ვცდილობ, საკუთარ თავზე ვიმუშაო და დავიხვეწო. ბოლო პერიოდი ვცდილობ, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს ვაპოვნინო ჩემთან საერთო და მეტ ადამიანთან ვიპოვო საერთო, რომ სოლიდარობა გაგვიჩნდეს. ძალადობა არაა მხოლოდ ცემა. როდესაც ადამიანი გამწარებული ამტვრევს ჭიქას, ამ დროს იმ ჭიქის შენთვის თავში დარტყმა უნდა და ის ჭიქა შენ გეკუთვნის. ვთქვი, რომ ასეთი საქციელი ჩამიდენია და ცუდია. და თუ ვინმეს მსგავი რამ გაუკეთებია, ეგებ ისიც დაფიქრდეს, რომ ეს ცუდია.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება