ხალხი ამალიას წინააღმდეგ - "ამალიას უკან სინამდვილეში ნაცმოძრაობა დგას!"

ხალხი ამალიას წინააღმდეგ - "ამალიას უკან სინამდვილეში ნაცმოძრაობა დგას!"

The People vs Amalia Jibladze - ნიკა გვარამია.

დიახ, მართალია, ამალია ჯიბლაძეს ლარი ფლინტის მსგავსად პორნოჟურნალი არ გამოუცია, მაგრამ სრულიად საკმარისი აღმოჩნდა 5 წუთიანი გამოჩენა"ნიჭიერში", რომ მის წინააღმდეგ არნახული აგრესიული ტალღა აგორებულიყო. იმღერა, თუ არა "ცოცხლად", იყო თუ არა ის "შემთხვევით მოხვედრილი მონაწილე" შოუში და მისი პერსონის, როგორც გაჭირვებული ქვრივის წარმოჩენა, იყო თუ არა ტელევიზიის მხრიდან მხოლოდ აპელირება მაყურებლის ემოციებზე, - ამ კითხვებზე პასუხით დღეს საზოგადოების სოციალურად აქტიური ნაწილი ბევრად არის დაინტერესებული, ვიდრე ქვეყანაში მიმდინარე რომელიმე პოლიტიკური მოვლენით...

"The People vs Amalia Jibladze", - ასე ეხმაურება "რუსთავი 2"-ს გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ხმაურს "ნიჭიერის" ტრიუმფატორი მონაწილის ირგვლივ და პროექტის პროდიუსერს, გიორგი ხაბურძანიას შემდეგი კითხვით მიმართავს:

"რა ქენით ამისთანა, ეს ქალი 5 წუთიანი ვიდეოთი რომ ლარი ფლინტად აქციეთ, რა გენიოსები ხართ შენ და დემნა ასეთი..."

" ტავროპოლის რესტორანში ჭამასაც არ პატიობენ - როგორ სულ კლეჩატ ჩანთას არ დაათრევდი და ხელოვნურ ყვავილებს არ წნიდიო :)) და მიკროფონი კავებია ამას ოდესღაც ხელშიო, წივიან, ვითომ დაემალოს იმ საბრალოს, რომ რესტორანში მღეროდა. ციტატის სიზუსტით მახსოვს რაც თქვა - პირველად ვარ ასე ვთქვათ დიდ სცენაზეო."

ამალია ჯიბლაძის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს პასუხობს პროდიუსერი გიორგი ხაბურძანიაც.

"ძალიან მორყეული ლოგიკაა იმაში, რომ ახლა თუ მატერიალურად უჭირს ადამიანს ესე იგი მთელი ცხოვრება უნდა "ღატაკი" ყოფილიყო. ან სტავროპოლის რესტორანში სიმღერა რატოა ცუდი ან კარგი ამილიას დღევანდელობასთან შეფარდებაში", - ამბობს პროდიუსერი.

მოკლედ, ამალია ჯიბლაძის მიმართ აგორებულ სკანდალს იმდენად კომიკური ხასიათი მიეცა, რომ ახლადაღმოჩენილი ტალანტი უამრავი ხუმრობის ისპირატორიც გახდა: შეიქმნა რამდენიმე ფოტო და ვიდეოშარჟი, თუმცა ერთმა ფოტოშარჟმა განსაკუთრებული პოპულარობა დაიმსახურა, წარწერით -  "სკანდალი! ამალიას უკან სინამდვილეში ნაცმოძრაობა დგას!"

თემის ყველა მნიშვნელოვანი განახლება ნახეთ თეგზე #სკანდალი "ნიჭიერში"

ფოტომონტაჟი: ბექა ადამაშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება