3 ნოემბერს ახალი 24 ტომეულის "საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" პრეზენტაცია გაიმართება

3 ნოემბერს ახალი 24 ტომეულის "საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" პრეზენტაცია გაიმართება

3 ნოემბერს, 19:00 სთზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (შოთა რუსთაველის გამზირი 3) საქართველოს პირველი ილუსტრირებული ისტორიის პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი "გამომცემლობა პალიტრა L"-მა გამოსცა. პროექტის ხელმძღვანელი ჯაბა სამუშია, პროექტის პარტნიორი და ერთ-ერთი წიგნის ავტორი გიორგი კალანდიაა. პროექტს პარტნიორობას უწევს: საქართველოს ეროვნული მუზეუმი; საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი; საქართველოს ეროვნული არქივი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცეტრი. მათთვის, ვისაც ნამდვილი ისტორია აინტერესებს ისტორიკოსებისა და მკვლევარების მიერ აღდგენილი ფაქტები უნიკალური სამუზეუმო ექსპონატები მოვლენების დეტალურად ილუსტრირებული რეკონსტრუქცია პირველად ყველაფერი ერთად...

დაინახე შენი ისტორია!

საქართველოს ილუსტრირებული ისტორია

საქართველოს ისტორიის ეს ვიზუალური რეკონსტრუქცია მთავარ მოვლენებს, მნიშვნელოვან ფაქტებს, ოდესღაც რეალურად მომხდარ ამბებს ცალკეულ წიგნებად ყოფს და ერთ დიდ, მთავარ სერიად აერთიანებს. წიგნები გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად თვეში ერთხელ, სპეციალურ ფასად გაიყიდება. სერია ყველა ასაკის ადამიანისთვის, ოჯახის ყველა წევრისთვის არის განკუთვნილი. დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით, შეიქმნა თითოეული ეპოქის საბრძოლო თუ საერო, საეკლესიო კოსტიუმები, არქიტექტურული ძეგლები, რუკები და სხვ. ყოველი აღწერილი ამბავი, ეპიზოდი, დეტალი, უნიკალური სამუზეუმო ექსპონატი, ფოტო და ფრესკა დოკუმენტურ სიზუსტეს სძენს წიგნებს. წიგნების ამ სერიის შესაქმნელად მეცნიერების, მხატვრების, ფილოლოგების თუ ტექნიკური პერსონალის დიდი გუნდი 3 წლის განმავლობაში დაუღალავად შრომობდა და შრომობს დღესაც... გაეცანი, შეიგრძენი, გაიხსენე...

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია