"იმდენად ემოციური იყო, რომ ცრემლები ვერ შევიკავე" - ნანი ბრეგვაძე ამალია ჯიბლაძის შესახებ

"იმდენად ემოციური იყო, რომ ცრემლები ვერ შევიკავე" - ნანი ბრეგვაძე ამალია ჯიბლაძის შესახებ

ნანი ბრეგვაძე ამალია ჯიბლაძეს "ნიჭიერში"  მონაწილეობას და პირველ წარმატებას ულოცავს.

"მინდა გამოვეხმაურო ამელია ჯიბლაძის გამოსვლას კონკურსში "ნიჭიერი". ჩემთვის სასიამოვნოდ მოულოდნელი იყო მის მიერ შესრულებული სიმღერა "moon river". მისი გამოსვლა იმდენად ემოციური იყო, რომ ცრემლები ვერ შევიკავე. ეს ადამიანი მართლაც ნიჭიერია და მან აუცილებლად უნდა გააგრძელოს კონკურსში მონაწილეობა!

ჩემთვის გაუგებარია გარკვეული ადამიანებისაგან წამოსული შეფასებები,რადგან მათი საქციელი ერთის მხრივ მიუღებელი,ხოლო მეორეს მხრივ შეურაცხმყოფელია. ნუ გავიმეტებთ ერთმანეთს ასე მარტივად.

კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო მას პირველი ეტაპის წარმატებულად გადასვლა და ვუსურვო დიდი წარმატებები",- წერს ნანი ბრეგვაძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს