მიხაელ შუმახერს სიცოცხლის მხოლოდ რამდენიმე თვე დარჩა

მიხაელ შუმახერს სიცოცხლის მხოლოდ რამდენიმე თვე დარჩა

ექიმ ჰარი ჰარშტეინის აზრით, ფორმულა 1-ის ტიტულოვან მრბოლელს, მიხაელ შუმახერს სიცოცხლის მხოლოდ რამდენიმე თვე დარჩა. აღსანიშნავია, რომ ჰარი გამოცდილი ექიმია, რომელიც წლების განმავლობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე მუშაობდა.

"იმ პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა, რომლებთანაც არანაირი ნევროლოგიური უკეთესობა არ შეინიშნება, რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე გრძელდება", - აცხადებს ექიმი. მისი თქმით, მრბოლელის თაყვანისმცემლები მზად უნდა იყვნენ მოვლენების ასეთი განვითარებისთვის და გამოემშვიდობონ მას. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული მრბოლელი ალპებში თხილამურებით სრიალებდა, რა დროსაც დაეცა და თავი ქვას დაარტყა. უბედური შემთხვევა კურორტ მერიბელზე მოხდა, სადაც სპორტსმენი ოჯახთან ერთად ისვენებდა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს