"რწყილი და ჭიანჭველა" თანამედროვე ქართულ პოლიტიკასა და სამართალში - საია-ს თავმჯდომარე თავდაცვის სამინისტროში განვითარებულ მოვლენებზე

"რწყილი და ჭიანჭველა" თანამედროვე ქართულ პოლიტიკასა და სამართალში - საია-ს თავმჯდომარე თავდაცვის სამინისტროში განვითარებულ მოვლენებზე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ბოლო დღეებში თავდაცვის სამინისტროში განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.

"რწყილი და ჭიანჭველა" თანამედროვე ქართულ პოლიტიკასა და სამართალში

ჩემს 1 წლის და 11 თვის შვილს ვუკითხავდი "რწყილი და ჭიანჭველა"-ს და უცებ მივხვდი, თუ როგორ ჰგავს ეს მშვენიერი ზღაპარი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების საქმეზე ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყნის ძალოვან უწყებებს შორის საჯაროდ გამართულ არცთუ მშვენიერ პაექრობას გრიფის მოხსნის შესახებ. აი მსგავსება:

მას შემდეგ რაც თანამშრომლები ჩავარდნენ ციხეში და ხალხმაც კარგად ვერ გაიგო ამ საქმეში რა ხდება, თავდაცვის სამინისტრო მივიდა კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან და უთხრა:

- კონტრდაზვერვავ, მომეცი თანხმობა. მე მოვხსნი გრიფს. გრიფის მოხსნის შესახებ ცნობას მივუტან პროკურატურას. პროკურატურა გაასაჯაროებს საქმის მასალებს. მასალებს მისცემენ ადვოკატებს (იქნებ გაასაჯაროვონ კიდეც). ხოლო ადვოკატები დაეხმარებიან ციხეში ჩავარდნილ ადამიანებს.

კონტრდაზვერვამ ბევრი იფიქრა თუ ცოტა, უთხრა თავდაცვას: შენ რომ ჩემთვის საქმის მასალები არ მოგიტანიაო?!

წავიდა თავდაცვის სამინისტრო, მივიდა პროკურატურასთან და ეუბნება: პროკურატურა მომეცი მასალები (დედნები ან ასლები). მასალებს მივუტან კონტრდაზვერვას. კონტრდაზვერვა მომცემს თანხმობას. ამის შემდეგ მოვხსნი გრიფს. გრიფის მოხსნის შესახებ ცნობას მოგიტან ისევ შენ. შენ ადვოკატებს მისცემ საქმის მასალებს. ადვოკატები დაეხმარებიან ციხეში ჩავარდნილ ადამიანებს.

პროკურატურა ფიქრობს... გაგრძელება ალბათ ხვალ იქნება. უდავო ფაქტია, რომ დიპლომატიური კორპუსი ძალიან დაინტერესდა და თვალ-ყურს ადევნებს ამ საოცარ ზღაპარს, რომლის მსგავსიც ჯერჯერობით ალბათ არც სმენიათ და არც სადმე წაუკითხავთ

ეს ორი სიმბოლო ერთად ნიშნავს: სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს!..", - წერს კოჟორიძე.

იხილეთ ასევე:

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს