"არა 15 ნოემბრის აქციას და კონტრაქციასაც!" - კოკო გამსახურდია "ნაციონალების" წინააღმდეგ

"არა 15 ნოემბრის აქციას და კონტრაქციასაც!" - კოკო გამსახურდია "ნაციონალების" წინააღმდეგ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია "ნაციონალური მოძრაობის" 15 ნოემბერს დაგეგმილ აქციას პროტესტს უცხადებს.

"რომ გამოვრიცხოთ სპეკულაციები და ყალბი ინფორმაციებით ოპერირება, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის და ახსნა-განმარტებების გარეშე გავაცხადებ ჩემს თვალსაზრისს:

უარი 15 ნოემბრის აქციას!

მიმაჩნია, რომ ასეთი იქნება საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის პოზიციაც", - დაწერა გამსახურდიამ.

როგორც კოკო გამსახურდია წერს, მის პოსტს "ნაციონალების" მომხრეების მხრიდან აქტიური გამოხმაურება და სხვადასხვა ბრალდება მოჰყვა.

"ჩემმა პოსტინგმა 15 ნოემბრის აქციის შესახებ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია - ყურადღებით წავიკითხე ნაციონალთა მომხრეების გვერდები, რომლებიც გადაჭრელებულია ჩემი ძაგებით და საგინებელი კომენტარებით. ახმაურდა ღვარძლიანი კაცუნების და ქალუკების დიდი გუნდი. ბრალად მედება საკმაოდ ბევრი რამ, უაზრობიდან და სიბეციდამ პუტინის აგენტობამდე და რუსეთის ინტერესთა გატარებამდე. აქ ჩანს ტოტალიტარული სექტისთვის დამახასიათებელი დამოკიდებულება, რადგან ერთი კაციც არ გამოჩენილა, რომ ეთქვა: შეიძლება მიუღებელია რასაც წერს აქციაზე, მაგრამ იქნებ სხვა კუთხიდანაც შეგვეხედა საკითხისთვისო. მოკლედ ბუზი ასაფრენად მზად იყო, მხოლოდ ხელის აქნევას ელოდა....

ახლა კი სხვა მხარესაც მივაპყროთ მზერა: ეს არის ის კონტრაქცია, რომლითაც მავანი იმუქრება. ცრუინტელიგენტთა, ცრუპატრიოტთა, თავის დროზე ავტომატებით მორბენალი აბუეტების ამ სეგმენტს უნდა ეთქვას:

არა 15 ნოემბრის კონტრაქციასაც! არა ცემა-ტყეპას, ძალმომრეობას, არაქართულ საქციელს! ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აფხაზეთის და მთელი საქართველოს დაკარგვას ემსახურება!", - წერს გამსახურდია.

15 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აქციას გამართავს და რუსეთის ანექსიის ღია მცდელობას გააპროტესტებს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს