უბნები თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

დედაქალაქის რამდენიმე უბანს, ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო, ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს, მთაწმინდის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ტყავის I ჩიხის, ღვინის ჩიხის, ჯვარედინის შესახვევის, პურის მოედნის, შარდენის, გომის, ბეთლემის, საადის, საიათნოვას, შუშინის, ბერიძის, მირზა შაფელაზადის, ბოტანიკის, ახუნდოვის, გრიშაშვილის, აბანოს, ირგვლივის, სამღებროს, აფხაზის, ასკანის, აბო თბილელის, აბოვის, გრიგოლ ხანძთელის, თონეთის, იერუსალიმის, თუმანიანის და ლესელიძის ქუჩების 1772 აბონენტს.

ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კასპის და წინანდლის ქუჩების 19 აბონენტს.

საბურთალოს რაიონში, ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის 161 აბონენტს.

ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ცხვედაძის, ტიციან ტაბიძის, რაზმაძის, ირაკლი აბაშიძის, ბერძენიშვილის, მუხაძის და ფალიაშვილის ქუჩების 1447 აბონენტს.

კომპანია შექმნილი დისკომფორტის გამო მომხმარებლებს ბოდიშს უხდის. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია