რა უკუჩვენებები ახასიათებს ყავის სმას

რა უკუჩვენებები ახასიათებს ყავის სმას

1. დღეში 4 ჭიქაზე მეტი ყავის მიღება ნაადრევ სიკვდილს იწვევს. მაიოს კლინიკის კვლევების თანახმად, მათ, ვინც დღეში 4 ჭიქაზე მეტ კოფეინს იღებდა, 21%-თ უფრო მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჰქონდათ.

2. კოფეინის მოხმარებამ შეიძლება სისხლის წნევა გაზარდოს. მაღალი წნევის მქონე ადამიანები 250 გრამი კოფეინის მიღებიდან ორი-სამი საათის შემდეგ სისხლის მაღალ წნევას უჩივიან.

3. კოფეინმა შეიძლება უძილობა გამოიწვიოს. გვიან ღამით კოფეინის მიღებამ დიდი შანსია, უძილობის მსგავსი სიმპტომები განავითაროს.

4. კოფეინმა შეიძლება გამოიწვიოს თავშეუკავებლობა. ალაბამას უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალებს, რომლებიც კოფეინს დიდი რაოდენობით იღებდნენ, 70%-იანი ალბათობით თავშეუკავებლობა უვითარდებოდათ.

5. კოფეინმა შეიძლება კუჭის აშლილობა გამოიწვიოს. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როდესაც ყავას უზმოზე მიირთმევენ.

6. კოფეინმა შეიძლება თავის ტკივილები გამოიწვიოს. 

7. კოფეინმა შეიძლება ქალებში უნაყოფობა გამოიწვიოს. ნევადას სამედიცინო უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, კოფეინი ქალის დაორსულების შანსს 27%-თ აფერხებს.

8. კოფეინი შეიძლება დიაბეტით დაავადებულთათვის საზიანო იყოს. მეორე სახის დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის კოფეინმა შესაძლოა, უკუჩვენებები გამოიწვიოს.

9. მიუხედავად იმისა, რომ კოფეინის ზედმეტი დოზირების შემთხვევები ძალიან იშვიათია, მაინც საჭიროა იცოდეთ, რომ ზედმეტმა დოზამ შესაძლოა, სიკვდილიც კი გამოიწვიოს.

10. უარესდება მენოპაუზის სიმპტომები. უახლესმა კვლევებმა ცხადყო, რომ მენოპაუზის ასაკში მყოფი ქალები, რომლებიც ხშირად მოიხმარენ კოფეინს, ვასომოტორული სიმპტომებით იტანჯებიან.

მომზადებულია caffeineinformer.com-ს მიხედვით.

Forbes-მა პოსტ-კოვიდური სამყაროს "ტურიზმის ამომავალ ვარსკვლავებს" შორის საქართველო დაასახელა

"ბაბუა წარმატებული მზარეული იყო... სულ ვფიქრობ, ცოცხალი რომ იყოს, როგორ შეაფასებდა ჩემს კერძებს" - გაიცანით "ოქროს წინსაფრის" მფლობელი ქეთო ბექაური

გასული საუკუნეების ლამაზმანები - ნახეთ სილამაზე პლასტიკური ქირურგიის გარეშე