გიგი გაჩეჩილაძე: ''სალომე ჭაჭუამ ქორეოგრაფების წასვლის შემდეგ თავისი კომპოზიცია თავად დადგა''

გიგი გაჩეჩილაძე: ''სალომე ჭაჭუამ ქორეოგრაფების წასვლის შემდეგ თავისი კომპოზიცია თავად დადგა''

''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' უკრაინელი ქორეოგრაფების წასვლის შემდეგ მოცეკვავეები თავიანთ ნომრებზე თვითონ მუშაობენ, ქორეოგრაფები კი გიგი გაჩეჩილაძემ შეცვალა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ცვლილებით მოცეკვავეები კმაყოფილები არ არიან. შევეცადეთ გაგვერკვია, რა მოხდა პროექტში და გიგი გაჩეჩილაძეს რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ.

- გიგი, ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' აქტიურად ხარ ჩართული. ალბათ, იცი, რატომ დატოვეს უკრაინელმა ქორეოგრაფებმა შოუ.

- პროექტში თავიდანვე ჩართული ვიყავი, ჯერ როგორც მოცეკვავე და მერე ჩემს მოცეკვავეებს ვეხმარებოდი. სპორტული ცეკვების ფედერაციის პრეზიდენტი ვარ და რასაკვირველია, დაინტერესებული ვარ, რომ პროექტი კარგი გამოვიდეს. რაც შეეხება ქორეო-გრაფების წასვლას, არაფერი ვიცი. არ ვერევი იმ საკითხებში, რომლებიც მე არ მეხება.

- ცნობილია, რომ პროექტის ქორეოგრაფი შენ გახდი.

- ვეხმარები პროექტის მონაწილეებს, რომ შოუ კარგი და საინტერესო იყოს. ჯერჯერობით მე არ ვარ ოფიციალურად პროექტის ქორეოგრაფი.

- ისიც დაიწერა, თითქოს მოცეკვეები შენს ახსნილს ვერ იგებენ და უკმაყოფილოები არიან.

- ბოლო ტურის მაყურებელი მიხვდებოდა, რომ ეს კომენტარი სისულელესთან ახლოსაა. თუ დააკონკრეტებენ, რომელი ვერ იგებს, შევეცდები, უფრო კარგად გავაგებინო.

- პირად საუბრებში არავის გამოუთქვამს უკმაყოფილება, რომ რაიმე ვერ გაიგო?

- რა თქმა უნდა, პირველივე სეზონიდან მოწონება-არმოწონების თემა სულ იყო. ჩემი შოუში ჩართვა პირველი სეზონებისგან იმით განსხვავდება, რომ მოცეკვავეებს სრულ თავისუფლებას ვაძლევ. პროექტში საქართველოს საუკეთესო მოცეკვავეები მონაწილეობენ. ზოგიერთ ქვეყანაში ნაყარ-ნუყარი მოცეკვავეები არიან, ანუ ოდესღაც ფეხი რომ გაუქნევიათ, ჩვენთან კი - პროფესიონალები და მათ სრულ თავისუფლებას ვაძლევ, რომ თავიანთი ვარიანტები შემომთავაზონ. არ მინდა, ვინმემ ისე გაიგოს, რომ ყველამ თავისი გააკეთა და არავინ აკონტროლებს. არავის არ მიუტოვებია არც ერთი მოცეკვავე და ვარსკვლავი.

- როგორც ცნობილია, ანალოგიურ უცხოურ პროექტში მოცეკვავეები თავად დგამენ ცეკვებს.

- როდესაც პროექტში ვცეკვავდი, ამისთვის ვიბრძოდი. მომავალში ვიმედოვნებ, რომ ასეც იქნება, თუმცა ჯერჯერობით ამასთან შეჩვევა გვჭირდება. დიდი იმედი მაქვს, რომ ქორეოგრაფების დადგმებისგან მოცეკვავეების დადგმულ ცეკვებზე გადასვლა შოუსთვის და ყველასთვის ძალიან კარგი იქნება. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ უცხოურ პროექტებში აუცილებლად არის ერთი ქორეოგრაფი, რომელიც დადგმულ ცეკვებს ამოწმებს და წყვეტს, ღირს თუ არა მათი სცენაზე გატანა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება