თეა წულუკიანი მინისტრის პოსტზე რჩება

თეა წულუკიანი მინისტრის პოსტზე რჩება

თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის პოსტზე რჩება. ამის შესახებ განცხადება მან სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

თეა წულუკიანი პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი იყო, თუმცა მინისტრად დანიშვნის შემდეგ მან პარტიის მანდატი დატოვა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას გადაყენების შემდეგ მინისტრთა კაბინეტი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ დატოვა.

წულუკიანის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის და შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის ყველა მთავრობების თითოეულმა წევრმა ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა იმაში, რომ საქართველოს თავისი ევროპული არჩევანი გაეტარებინა.

"სრულად ვათვითცნობიერებ, რომ ჩემი სათქმელი ვერ იქნება საზოგადოების ყველა წევრისთვის დამაკმაყოფილებელი, თავშივე მოგახსნებთ, ის, რაც მოხდა და ხდება, სამწუხაროა. მძიმე ფონზე მაქვს ვალდებულება ვუთხრა საზოგადოებას, რომ ივანიშვილის და შემდეგ ღარიბაშვილის ყველა მთავრობის თითოეულმა წევრმა ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა იმაში, რომ საქართველოს თავისი ევროპული არჩევანი გაეტარებინა და ევლო წინ, პროგრესის გზაზე. ამ გზაზე წარმატებით სიარულში იუსტიციის მინისტრმაც შეასრულა თავისი როლი თითოეულ თანამშრომელთან ერთად. 2010 წელს გვერდზე გადავდე ევროპული კარიერა, კომფორტული სიბერემდე, გადავდე ყველაფერი გვერდზე პირადი, დავბრუნდი საქართველოში, რათა წვლილი შემეტანა საქართველოს ევროპამდე მიყვანამდე საქმეში. მოვხვდი იმ ადამიანების გვერდით, რომლებთანაც მქონდა ერთიანი ღირებულები, დასავლური ღირებულებები. 2012 წლიდან სათავეში ვუდგავარ იმ სამინისტროს, რომლის თითოეული თანამშრომელი პროგრესით მუშაობს. ვიზალიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დაგვირგვინდა, ამას ევროკავშირმა "ერთი ნაბიჯით წინ ევროპისკენ" უწოდა", - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ცუდია, რომ ქვეყნის შიგნით მიმდინარე სამწუხარო მოვლენებმა საქართველოს ეს წარმატება გადაფარა. "მერე რა, რომ ამ ორი წლის განმავლობაში მე, იუსტიციის მინისტრს, ერთ ქალს მქონია მრავალი სირთულე. მერე რა, რომ თავის ზევით ძალა მომიძებნია, რომ ფეხზე ვმდგარიყავი ან არ ვმდგარიყავი. მე და ჩემს სამინისტროს არასდროს გვქონია ხელშეეშლა, გვევლო მთავრობასთან ერთად ევროპულ გზაზე. არც ერთი და არც მეორე პრემიერის მხრიდან, არც მოქმედ და არც უკვე ყოფილ მინისტრებთან აზრთა სხვადასხვაობა ევროპულ არჩევანზე არ ყოფილა. 2012 წელს მოსული ძალა არის ევროპული კურსის ერთგული. ეს გზა არის რთული, ეს არის მთავრობის განუხრელი კურსი, რადგან არ არსებობს საქართველოს მომავალი ევროპული კურსის გარეშე. მანამ მე მაქვს სახელმწიფოსთვის ევროპული მომავლისთვის მუშაობის სრული თავისუფლება, მე და ჩემს გუნდს გვაქვს საშუალება ვიმუშაოთ, არ მქონია საფუძველი, რომ ჩვენი მთავრობა პროევროპული მთავრობა არ არის. ვრჩებით იუსტიციის სამინისტროში და ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოს სახელმწიფოსთვის", - განაცხადა წულუკიანმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა