უბნები თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

სააქციო საზოგადოება "თელასის" განცხადებით, ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო, ხვალ დედაქალაქის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს, მთაწმინდის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეთლემის აღმართის, ტაბიძის, ასათიანის, დადიანის, მაჩაბელის და ლერმონტოვის ქუჩების 1157 აბონენტს.

ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის 581 აბონენტს.

საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას III კვარტლის, ქავთარაძის, ნუცუბიძის და მარგიანის ქუჩების 1146 აბონენტს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია