მაია ფანჯიკიძე ელჩებს მიმართავს

მაია ფანჯიკიძე ელჩებს მიმართავს

აპირებენ თუ არა ელჩები თანამდებობების დატოვებას, ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ მაია ფანჯიკიძეს ინფორმაცია არ აქვს. როგორც ფანჯიკიძემ "თავისუფალი დემოკრატების" ოფისთან ჟურნალისტებს განუცხადა, ის მოუწოდებს ყველა ელჩს გააგრძელონ მუშაობა.

"მე არ ვიცი, რა ცნობებს ეყრდნობა ეს ინფორმაცია, მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს. ყველა ელჩი არის დამოუკიდებელი ფიგურა, თავად გადაწყვეტენ, რა უნდა გააკეთონ. მე ზოგიერთ მათგანთან მქონდა საუბარი და მოვუწოდებ ყველას, გააგრძელონ მუშაობა, რომ საქმე არ დაზიანდეს", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

ამასთან, კითხვაზე, თუ როგორ აპირებს საქმიანობის გაგრძელებას მაია ფანჯიკიძე და რა სამომავლო გეგმები აქვს, ფანჯიკიძემ განაცხადა, "ყველაფერს გაიგებთ თავის დროზე, მე ახლა მოვედი ჩემს ნათესავთან, ოჯახის წევრთან", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

ელჩების გადადგომის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ და მისმა ყველა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს.

როგორც იტალიაში საქართველოს ელჩმა, კახა სიხარულიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მისთვის უცნობია ინფორმაცია ელჩების გადაგომის შესახებ. სიხარულიძე აცხადებს, რომ ელჩის პოსტის დატოვებას არ გეგმავს.

"ინტერპრესნიუსი" ასევე დაუკავშირდა გერმანიაში საქართველოს ელჩს, ლადო ჭანტურიას, რომელმაც განაცხადა, რომ შეხვედრა აქვს და ამ კითხვაზე პასუხს მოგვიანებით გასცემს.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ნატო-ში ლევან დოლიძემ, რომელიც "თავისუფალი დემოკრატების" წევრის ვიქტორ დოლიძის ძმაა, პოსტი უკვე დატოვა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა