წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერლები

წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერლები

მადონამ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერლის სტატუსი დაკარგა - იუწყება ჟურნალი ”ფორბსი”. ახალ რეიტინგში, რომელიც 4 ნოემბერს გამოქვეყნდა, პირველ ადგილზე ბიონსე იმყოფება.

2013 წლის ივნისიდან 2014 წლის ივნისამდე ”ფორბსის” მონაცემებით, ბიონსემ 115 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა. მთავარი შემოსავლის წყარო გახდა 95 კონცერტი და შარშან გამოშვებული სტუდიური ალბომის გაყიდვები. ამერიკელი მომღერალი გადაიღეს H & M-ს და კორპორაცია პეპსის სარეკლამო რგოლებშიც.

ჯამში ბიონსემ, რომელიც ”ფორბსის” ვერსიით, ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიასაც ლიდერობდა წინა წლებში, შარშანდელთან შედარებით ორჯერ მეტი შემოსავალი მიიღო. ერთი წლის წინ ყველაზე შემოსავლიანი მომღერლების სიაში ის მეოთხე ადგილს იკავებდა.

სიაში მეორე ადგილზე მოხვდა ტეილორ სვიფტი, რომელმაც 64 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და რომელიც სავარაუდოდ, შემდეგ წელს ამავე რეიტინგის ლიდერის პოზიციას არავის დაუთმობს. მისი შემოსავლის წყარო ძირითადად იყო ალბომი ”1989”, კოკა კოლას რეკლამა, ფეხსაცმლის ფირმა ”კედსის” და კოსმეტიკური კომპანია covergirl-ს რეკლამები. მესამე ადგილზე პინკი მოხვდა, რომლის შემოსავალმაც 52 მილიონ დოლარს მიაღწია. ლიდერების ხუთეულში აგრეთვე მოხვდნენ რიანა 48 მილიონიანი შემოსავლით და კეტი პერი 40 მილიონი დოლარით. წინა წლის სიის ლიდერი მადონა წელს რეიტინგში ვერ მოხვდა.

მომზადებულია forbes.com-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება