ამალია, ირაკლი, ტარიელი, უსახელო ემიგრანტი - ჩვენი დროის გმირები

ამალია, ირაკლი, ტარიელი, უსახელო ემიგრანტი - ჩვენი დროის გმირები

სოციალური ქსელი ბოლო დროს ყველაზე კარგ საშუალებად იქცა იმისათვის, რომ გავიგოთ, რა ხდება ქვეყანაზე. ვინ არის პოპულარული, როგორც პოლიტიკაში, ასევე შოუბიზნესში. ''ფეისბუქი'' იდეალურია იმისთვისაც, რომ სრულიად უცნობი ადამიანი პოპულარული გახდეს და მეორე დღეს ვარსკვლავად გაიღვიძოს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ამის ძალიან ბევრი მაგალითი ვნახეთ. ამ კუთხით თითქმის ყოველი კვირა დატვირთულია, მაგრამ გამონაკლისებიც არსებობს, ანუ ჩვენი დროის გმირები, რომლებსაც წლებმაც ვერაფერი დააკლო და დღემდე ინარჩუნებენ პოპულარობას.

ამჯერად სოციალურ ქსელში სხვადასხვა დროს ყველაზე პოულარულ სახეებს წარმოგიდგენთ.

ნინი ბადურაშვილის გათხოვება სამი წლის წინ ყველასთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. ნინი ერთ-ერთი წარმატებული და გარეგნულად გამორჩეული შოუბიზნესის ვარსკვლავია. მართალია, მომღერალი ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო, მაგრამ პირად ცხოვრებაზე არასოდეს ულაპარაკია. მართალია, მასზე სხვადასხვა სახის ჭორი მუდამ ვრცელდებოდა, თუმცა თავად ამაზე საჯაროდ არასდროს გაუცია პასუხი, ამიტომ მის ცხოვრებაში მოულოდნელად გამოჩენილმა ირაკლი კუტალაძემ საზოგადოების გაასმაგებული და გაშმაგებული ინტერესი გამოიწვია.

ნინის ქორწილის და რუსეთში გადაბარგების შემდეგ თითქოს კუტალაძის გარშემო ატეხილი ხმაური ჩაცხრა, მაგრამ რამდენიმე თვეში ფეხმძიმე ნინი საქართველოში დაბრუნდა. მომღერლის მშობიარობამდე რამდენიმე კვირით ადრე ერთ-ერთ ჟურნალში ირაკლი კუტალაძის სკანდალური ინტერვიუ გამოქვეყნდა, რის შემდეგაც გვარი კუტალაძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებულად პოპულარული გახდა. ამ ამბიდან თითქმის ორი წელი გავიდა, მაგრამ კუტალაძე არავის უთმობს პირველობას და მის შესახებ ნებისმიერი სიახლე სოციალური ქსელის მომხმარებლებს ხუმრობის ხასიათზე აყენებს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება