"რას ერჩით ქეცბას? მთავრობას რვა წელიწადი უნდა გაცალოთ რო მიხვდეთ?" - მამა ანთიმოზი მწვრთნელს იცავს

"რას ერჩით ქეცბას? მთავრობას რვა წელიწადი უნდა გაცალოთ რო მიხვდეთ?" - მამა ანთიმოზი მწვრთნელს იცავს

"პირველი არხზე" დავით მინაშვილის გადაცემა "არენაში" გაკეთებული მწვავე განცხადებების შემდეგ, ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია საზოგადოების კრიტიკის ობიექტად იქცა. მწვრთნელს სამების საკათედრო ტაძარში მოღვაწე არქიმანდრიტი, მამა ანთიმოზი (ბიჩინაშვილი) სოციალურ ქსელში ესარჩლება.

"რას ერჩით ქეცბას? რაც ისაუბრა არ არის მართალი? მართლა ფოკუზნიკია თუ ჯადოქარი! საქართველოში ფეხბურთი ქრება. მავანი იტყვის: რა შენი საქმეაო მამაო? - აბა ვისი საქმეა! ჯიგარი აღარა გაქვთ ქართველებს! ყველანი საკუთარი ეგოისტური ზრახვების დაკმაყოფილებაზე ხართ გადასული, ფეხბურთი და საქართველო სულ ცალ ფეხზე გკიდიათ. თელავში, კახეთმა 100 50-ზე ბალახს და 5000 პლასმასის სკამს ვერ უნდა მოუაროს? ფოთში, ზუგდიდში, ხაშურში და ა,შ. სახელმწიფო იდეოლოგიას არ აინტერესებს, რამეთუ წამგებიანია. ხალხნო! რა არის აბა მომგებიანი? ნაცები მერვე, მეცხრე წელიწადს მიხვდნენ ფეხბურთში, კალათბურთში, რაგბიში ფული რო უნდა ჩაედოთ. ზუგდიდი, დინამო, დილა, ტორპედო გაცოცხლდა, სტადიონების კეთება დაიწყეს, კალათბურთში რა ხალხი ჩამოიყვანეს! რა თამაშები იყო! ახალ მთავრობას რვა წელიწადი უნდა გაცალოთ რო მიხვდეთ? არაა ქეცბაია და ფეხბურთის ფედერაციაა თურმე დამნაშევე, თემურ ქეცბაიას და ბიჭებს! ღმერთმა ძალა და იღბალი მოგცეთ პოლონეთთან! ამინ.

არქიმანდრიტი ანთიმოზი (ივერიელი)", - წერს არქიმანდრიტი.

იხილეთ ასევე: ჟურნალისტების პროტესტი ქეცბაიას - მათი ნაწილი მწვრთნელის დღევანდელ პრესკონფერენციას დემონსტრაციულად დატოვებს

"მართლა სჯერა ვინმეს, რომ ბ-ნ ქეცბაიას მიერ პოსტის დატოვებას ნაკრების კარგი თამაში მოჰყვება?"

დავით მინაშვილი: ხუთი წელია ვერ გავაგებინე ქეცბაიას, რომ...

"ბედნიერებაა, როდესაც თავს გესხმის ის, ვინც შენს მიერ გავრილოვის პარლამენტიდან გაგდებაზე ბოდიშებს იხდიდა მოსკოვში" - რას პასუხობს სალომე სამადაშვილი ნინო ბურჯანაძეს

"ხვალ ჩემი შვილის დაბადების დღეა და მასთან არ ვიქნები... ვერ დავაღწიე თავი საავადმყოფოს, ვერ დავიბრუნე ხალისი" - ხიდაშელის ემოციური პოსტი კლინიკიდან

"ვარლამ გოლეთიანის გამოჩენა სალხინოში მიმაჩნია შეცდომად, როგორც მის გულშემატკივარს" - რას წერს გია ხუხაშვილი?