დედის აღსარება: ''ოთხი შვილიდან მხოლოდ სამის ვარ ღვიძლი დედა''

დედის აღსარება: ''ოთხი შვილიდან მხოლოდ სამის ვარ ღვიძლი დედა''

ქალბატონი ქეთევანი ოთხი შვილის დედაა, თუმცა აქედან მისი ღვიძლი მხოლოდ სამია. დაწვრილებით თავისი ოჯახის ამბავს თავად მოგვიყვება...

- რატომღაც ქალის ბუნება ისეა მოწყობილი, რომ მამაკაცებს თითქმის ყველაფერს შევუმდობთ. იმაზე დიდი საშინელება რაღა უნდა იყოს, როცა კაცი გღალატობს და ამაზე თვალს ხუჭავ?! მე და ჩემი მეუღლის შემთხვევაში ღალატი არ ყოფილა, ჩვენი შეუღლების შემდეგ მას ჩემ გარდა ქალი აღარ ჰყოლია და ამიტომ ვაპატიე ის ტყუილი, რომლის შესახებაც მინდა გიამბოთ.

მე და ზურამ ოჯახი ისეთ ასაკში შევქმენით, როცა ორივეს კარგად გვქონდა ეს ნაბიჯი გააზრებული. ის ოცდაექვსი წლის იყო, მე ოცდახუთი სწორედ მის ოჯახში შემისრულდა. ზურას შესანიშნავი მშობლები ჰყავდა, მაგრამ ერთ წელიწადში გამოგვეცალნენ ხელიდან. დედამთილი რომ დაიღუპა, ჩემი მამამთილი ლოგინად ჩავარდა. ექვსი თვის განმავლობაში საწოლში იწვა, იქვე ვაჭმევდი, ვბანდი... ძალიან მიჭირდა მისი მოვლა. ზურა მუშაობდა და მთელი დღე სახლიდან იყო გასული, ამიტომ ყველაფრის გაკეთება მე მიწევდა. ამ სიტუაციას ისიც ართულებდა, რომ უკვე ორსულად ვიყავი და მძიმის აწევა არ შეიძლებოდა. თან ტოქსიკოზი მქონდა, რასაც ვჭამდი, არაფერი მერგებოდა. ვერ წარმოიდგენთ, ზურა როგორ განიცდიდა ამ ამბავს, მაგრამ რა გვექნა, სხვა გზა არ იყო... ოთხი თვის ორსული ვიყავი, როცა ჩემი მამამთილი გარდაიცვალა. ძალიან განვიცადე. ჩემი მეუღლის მშობლები საკუთარივით დავიტირე. ზურა თავზე მევლებოდა, ძალიან მაფასებდა იმის გამო, რაც გავაკეთე. მერე ჩვენი პირველი შვილიც გაჩნდა, ურთულესი მშობიარობა მქონდა და კინაღამ გადავყევი. საბედნიეროდ, ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა, მეც ნელ-ნელა მოვყოჩაღდი. იმ პერიოდში არ ვმუშაობდი, თუმცა ძიძის აყვანა და სამსახხურის დაწყება მინდოდა. მართალია, ზურას კარგი ხელფასი ჰქონდა, მაგრამ საკუთარი ჯიბის ფული სულ სხვაა. მაგრამ ისე მოხდა, რომ ოთხ თვეში ისევ დავფეხმძიმდი, აბორტის გაკეთებაზე ვფიქრობდი, მაგრამ მერე გადავიფიქრე. პარატა გოგო აღარ ვარ, ბარემ მეორესაც გავაჩენ, პატარებს ერთად წამოვზრდი და სამსახურზე მერე ვიზრუნებ-მეთქი. მეორე ორსულობა შედარებით უფრო კარგი მქონდა და ცხრა თვის თავზე ერთის მაგივრად ორი ბავშვი გამიჩნდა.

- ტყუპი გააჩინეთ?

- დიახ, ანასტასია და კონსტანტინე. პირველს ელისაბედი დავარქვით, ჩემი დედამთილის სახელი. ასე უცბად აღმოვჩნდი სამი შვილის დედა. საბედნიეროდ, დეიდაჩემი მოდიოდა და მეხმარებოდა, თორემ მარტო ნამდვილად ვერაფერს გავართმევდი თავს. დღის ბოლოს ისე ვიღლებოდი, ფეხზე ვეღარ ვდგებოდი.

- თქვენი მეუღლე რას ამბობდა?

- რასაკვირველია, ჩემს მდგომარეობას განიცდიდა, მეუბნებოდა, დამხამარე ქალი ავიყვანოთო, მაგრამ მე სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი. უცხო ქალს კი არა, რამდენიმე საათით დეიდაჩემსაც კი ვერ ვუტოვებდი ბავშვებს. რა ვქნა, ასეთი გიჟი დედა ვარ (იღიმის).

- ასე როდემდე გაძელით?

- მე საამაყოდ მაქვს, რომ ჩემი შვილები ჩემი გაზრდილები არიან. შეიძლება ამაზე ბევრს გაეცინოს, მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ ვუყვარდი და მაფასებდა ზურა. მერე კიდევ უფრო დამაფასა, როცა ერთ დღესაც სახლში ოთხი წლის გოგონა მოიყვანა და მითხრა, ობოლია, მშობლები ავარიაში დაეღუპა, არავინ ჰყავს და ჩვენ გავზარდოთო.

- ბავშვი საიდან მოიყვანა?

- თანამშრომლის მეზობელიაო, ასე მითხრა. ყველა საჭირო საბუთს ერთ კვირაში მოვუყრი თავს და მოვაწესრიგებ, თუ შენ თანახმა იქნები, ვიშვილოთო. სხვა არაფერი მიკითხავს, ჩემს მეუღლეს ვენდობოდი და ეჭვი არაფერში შემიტანია. ბავშვი ზურას ჰგავდა, მაგრამ მაშინ ეს არ შემინიშნავს. თურმე მისი შვილი იყო.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია