სანდრო ბრეგაძე განმარტებებს აკეთებს - რის გამო წაშალა მინისტრის მოადგილემ "ნაციონალების" მხარდამჭერები მეგობრებიდან

სანდრო ბრეგაძე განმარტებებს აკეთებს - რის გამო წაშალა მინისტრის მოადგილემ "ნაციონალების" მხარდამჭერები მეგობრებიდან

კახა ბენდუქიძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელში უამრავი ცნობილი თუ რიგითი ადამიანი აქვეყნებს პოსტს. ცხადია, მათი უმრავლესობა თანაგრძნობასა და მწუხარებას გამოთქვამს, თუმცა არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ბიზნესმენის გარდაცვალებას თანამოაზრეებს ულოცავენ და გარდაცვლილის მიმართ სალანძღავ სიტყვებს არ იშურებენ. ამ ფონზე სოციალურ ქსელში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძის სტატუსს, რომელმაც დაწერა:

"ამდენი ხანია ვეძებ, ვინ არიან ნაცები ჩემს მეგობრებში. ახლა შემთვევით ლუსტრაციის მომენტი დადგა და სასწრაფოდ ყველას ვშლი".

მინისტრის მოადგილე ამ პოსტის გამო მწვავე კრიტიკისა და შეურაცხმყოფელი სიტყვების ადრესატად იქცა, ვინაიდან სოციალური ქსელების მომხმარებლების ერთმა ნაწილმა მიიჩნია, რომ ბრეგაძის მიერ გაკეთებული ამ განცხადების ადრესატი ის ადამიანები იყვნენ, ვინც ბენდუქიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს. მინისტრის მოადგილის მისამართით შემდეგი შინაარსის სტატუსები გამოქვეყნდა:

"მხოლოდ იმის გამო, რომ სამძიმართ გამოთქვამენ, ადამიანებს მეგობრებიდან შლის, წარმოიდგინეთ, ეს რას უზამს სამსახურში განსხვვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანებს"

"რამდენი დაკარგავს სამსახურს... ასეთი გაბოროტებული და დაკომპლექსებული მთავრობა ისტორიას არ ახსოვს"

"მოადგილემ უადგილოდ გააკეთა თვითლუსტრაცია!!"

"კახას მეათედი ცოდნა მაინც ქონდეს... მინიმუმ სიძულვილის ენის გამო გაგათავისუფლებდნენ პოსტიდან, ნორმალური ქვეყანა რომ იყოს", - ეს ბრეგაძის ყველაზე მსუბუქი შეფასებებია.

კომენტარების გამო სანდრო ბრეგაძე იძულებული გახდა საკუთარი სიტყვები განემარტა:

"მიუხედავად იმისა,რომ ბატონი ბენდუქიძის იდეები და ჩემი იდეები რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, ვწუხვარ მისი გარდაცვალების გამო. სულ მახსენდება გახარებული, გაცისკროვნებული სახეებით მოსიარულე ნაცები, როდესაც ცხონებული ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების ამბავი შეიტყვეს და ბედნიერი ვარ იმითი, რომ ჩვენი ხალხი რადიკალურად განსხვავდება მათგან. 1 კვირაა ნაცების შემოტევა მაქვს facebook-ში,ხან ერთი მწერს და ხან მეორე, გუშინ საერთოდ ჟურნალისტ სვანიძეზე თავდამსხმელი ნაცაქტივისტები მიხსნიდნენ გულს, არ მაინტერესებს, პატივცემულო ნაცებო, არც თქვენი გულახდილი საუბრები და არც მონანიების მსგავსი ტექსტები, გთხოვთ თავად დატოვოთ ჩემი მეგობრების სია. ეს რომ დავწერე, ვიღაც ნაცებს ერთი ამბავი აუტეხავთ, იმათ შლის ვისაც ბენდუქიძის გარდაცვალებაზე გლოვა აქვს გამოცხადებულიო. მართლა ვერ ხართ თქვე ღვთისგან გონებაწართმეულებო თქვენს ჭკუაზე თუ რა გჭირთ??? რა შუაშია აწ გარდაცვლილ ადამიანთან მეგობრობა?? არ მინდა ნაციონალები მეგობრებში და რა ვქნა?? ან რას მიმეგობრდებით არ მესმის?? მსტოვრებად ხართ შემოსულები, რომ შემდეგ ცრუ ინფორმაცია წაიღოთ და გაავრცელოთ?? ამიტომ დელიკატურად გიხსნით, რომ არ მსურს თქვენთან არც ვირტუალურ და არც რეალურ სივრცეში მეგობრობა და თავად დატოვეთ ჩემი მეგობრების სია!!!", - წერს სანდრო ბრეგაძე.

შეგახსნეებთ, კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკში გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.

იხილეთ კახა ბენდუქიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებული სტატიები თეგზე #კახა ბენდუქიძე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს