მსოფლიო ლიდერები ავსტრალიაში "დიდი ოცეულის" სამიტზე დასასწრებად იკრიბებიან

მსოფლიო ლიდერები ავსტრალიაში "დიდი ოცეულის" სამიტზე დასასწრებად იკრიბებიან

მსოფლიო ლიდერები ავსტრალიის ქალაქ ბრისბენეში "დიდი ოცეულის" სამიტზე დასასწრებად იკრიბებიან. "ბიბისის" ცნობით, სამიტს სხვა ლიდერებთან ერთად , აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაქ ობამა და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც დაესწრებიან. ბრისბენეში შეკრებილი მსოფლიო ლიდერები გლობალური ეკონომიკისა და საერთაშორისო ვაჭრობის საკითხების გარდა, აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრებენ.

სამიტის წინ ბრისბენეში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. ქალაქის უსაფრთხოებას 6 ათასი პოლიციელი დაიცავს და მონიტორინგისთვის სამართალდამცავები უპილოტო საფრენი აპარატების გარდა, ბომბის დეტექტორ რობოტებსაც გამოიყენებენ. ამავროულად, ქალაქში აქციების გამართვის უფლება 27 ორგანიზაციას დართეს. "დიდი ოცეული" ევროკავშირსა და ეკონომიკურად წამყვან და სწრაფად განვითარებად მსოფლიოს 19 ქვეყანას აერთიანებს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა